1 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ გაიხსნა სკოლები ზაფხულის არდადეგებისა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საკარანტინო ზომების შემდეგ. ბავშვების სკოლაში დაბრუნებასთან ერთად იზრდება ინფექციის გავრცელების საფრთხე.
COVID-19: სკოლები სერიოზული გამოცდის წინაშე
1
მასწავლებელი მოსწავლეს ხელების დეზინფექციას უტარებს სასწავლო წლის პირველ დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში.
2
ყირგიზ ბავშვებს დამცველი პირბადეები უკეთიათ, ისინი 1,5 მეტრ მანძილს იცავენ სკოლის პირველ დღეს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ბიშკეკში.
3
პირბადიანი გოგო-ბიჭი სასწავლო წლის პირველ დღეს მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვის სკოლაში.
4
გოგონას სიცხეს უზომავენ სკოლის პირველ დღეს ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში.
5
პირველკლასელი გოგონა სკოლის ზარს რეკავს სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე მინსკის 23-ე გიმნაზიაში.
6
პირბადიანი მოსწავლეები „ცოდნის დღის“ ცერემონიაზე ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში.
7
დაწყებითი კლასების მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში.
8
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაწყებითი კლასის მასწავლებელი მოსწავლეთა დაბრუნებისთვის ემზადება.
9
მასწავლებლები საკლასო ოთახს ამზადებენ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.
10
მოსწავლეები ერთმანეთისგან დაშორებით სხედან იტალიის ქალაქ ტურინის „მსოფლიო საერთაშორისო სკოლაში“.