Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის ოლქში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად


17 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზე
17 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზე

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში, რომელსაც გამთენიისას რუსეთის ჯარებმა რაკეტებით დაარტყეს.

მსხვერპლის შესახებ ტელეგრამით იუწყება ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კარაბანოვი. მისივე ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

კარაბანოვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ორი რაკეტით დაარტყეს ქალაქის ცენტრს. აფეთქებები მრავალბინიან სახლებთან იყო.

რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქი ბალაკლეა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიპყრეს. იმავე წლის სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის შედეგად ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.

ბალაკლეა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში მდებარეობს. ფრონტის ამ მონაკვეთზე ინტენსიური ბრძოლებია.







ფორუმი

XS
SM
MD
LG