Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიაუნის რექტორი: უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა


ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ საუნივერსიტეტო რეფორმის ხედვას, რომელიც შეეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

„უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია“, - წერს ნინო დობორჯგინიძე „ფეისბუკში“ და აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო უნივერსიტეტად არის შეფასებული.

მან გუშინ, 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.

კობახიძემ ისაუბრა დაფინანსების მოდელის შეცვლასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მრავალფეროვანი ფაკულტეტების შემცირებაზე:

„თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG