„თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მეთორმეტე წელი. რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ“, - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სწავლის უცხოეთში გაგრძელება ენდომებათ, სპეციალური პროგრამა შეიქმნება:
„თუ ამისი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მეთორმეტე კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში თუ არადა, ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ“, - ამბობს კობახიძე.
მან გუშინ, 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
ფორუმი