დრონის ნაწილი 18 სექტემბერს იპოვეს ლატვიის დასავლეთში, ერთ-ერთ პლაჟზე.
თავდაცვის მინისტრ ანდრის სპრუდსის ინფორმაციით, ნაპოვნია რუსული დრონის, „გერბერას“ კუდი ასაფეთქებელი ნაწილის გარეშე.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაავალა პოლონელ კოლეგებთან დაკავშირება იმის გასარკვევად, ჰგავს თუ არა აღმოჩენილი დრონი პოლონეთში გასულ კვირაში ნაპოვნ უპილოტო საფრენ აპარატებს.
10 სექტემბერს პოლონეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სამხედროებმა ჩამოაგდეს უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები.
მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო.
ფორუმი