Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიაში 14 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 27 წლის კაცი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, 14 წლის მოზარდი გააუპატიურა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურიაში 2011 წელს დაბადებული მოზარდი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურების) მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG