Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

13:45 25.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს, ვეფხია კასრაძის ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძე:

13:47 25.8.2025

ადვოკატი ამბობს, რომ არ გაიმეორებს კოლეგა ადვოკატის უკვე ნათქვამს და ბრალდებას სამართლებრივად შეაფასებს. ის საუბარს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზით იწყებს და სხვადასხვა გადაწყვეტილებებიდან მოსამართლეების ჩანაწერებს მოიხმობს.

მისი თქმით, პროკურორებს უნდა დაედასტურებინათ:

1.რა ქმედებაში გამოიხატა ვეფხია კასრაძის მიერ ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა?

2.რა ფორმით დგინდება ვეფხია კასრაძის კომუნიკაცია ბრალდებულებთან?

3. ვეფხია კასრაძის რა მოქმედებამ გამოიწვია კონკრეტული სამართალდამცავი წარმომადგენლების და სხვა ინფრასტრუქტურული ნაწილების დაზიანება?

13:49 25.8.2025

არჩილ ჭავჭანიძის თქმით, საქმეში ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ დევს ვიდეომტკიცებულება, რომლის „ავთენტურობას ვერ დგინდება".

მისი თქმით, ვერ დგინდება ვიდეოს გადაღების დრო, მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის დაკითხვის დროს კი გამოჩნდა, რომ გამოძიება ქაოტურად წარიმართა, მოწმემ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ობიექტური გამოძიების წარმოება არ იყო და ის „დაინტერესებული იყო კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიეცა".


13:53 25.8.2025

მისივე განცხადებით, ექსპერტმა დაადასტურა, რომ ვიდეოს აქვს მონტაჟის კვალი, მართალია, ეს არ აუსახია კვლევაში, მაგრამ სხდომაზე განაცხადა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG