Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობს


თბილისი, იუსტიციის სახლი
თბილისი, იუსტიციის სახლი

საქართველოში მოქმედი იუსტიციის სახლების ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. უწყებაში სერვისების ნაწილის მიწოდება დროებით შეზღუდულია.

როგორც იუსტიციის სახლის ფეისბუკგვერდზე წერია, მიზეზი „გლობალური ტექნიკური ხარვეზია“. შეფერხებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნოტარიუსთა პალატის სერვისების გაცემა.

„ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, - წერს იუსტიციის სახლი და მომხმარებელს ჰპირდება, რომ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ აცნობებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG