15:49 მაია მწარიაშვილმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა: „სასამართლომ ამ დარბაზში დაარღვია უდანაშაულობის პრეზუფმცია - მზია ამაღლობელი არ გვენახა ამ შუშებს მიღმა და საზოგადოებაში არ ყოფილიყო განცდა, რომ ის დამნაშავეა... მზია იქ რაღაცას დაწერდა, მერე სანამ მე გამაგებინებდა - ამ რეჟიმში მიდიდოდა კომუნიკაცია... მაშინ, როცა მზია დავკითხეთ მოწმის სტატუსით, არ ისურვა ამაღლობელი საზოგადოებას გისოსებიდან არ ეცქირა. ამას ყურადღებას აქცევს ევროპის ადამიანის უფლებათა საამართლო“
15:15 მაია მწარიაშვილი აგრძელებს თხრობას, რომლითაც ბრალდების და გამომიძებლების არაკეთილსიდისიერებაზე უთითებს: „წარმოდგენილია ერთი მცირე, 44-წამიანი ვიდეო იმისთვის, რომ ტყუილისთვის დიდი სივრცე დარჩენილიყო“.
14:50 მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები გადაკოპირებულია:
„ქალბატონო მოსამართლევ, რამდენ ადამიანს იცნობთ, რომელიც იყენებს სიტყვას „ტანცმული“ [ამ დროს დარბაზში გაისმა სიცლის ხმა]. მე ამ სიტყვის გამოთქმაზე რამდენიმე დღე ვივარჯიშე... არ შეიძლება ბრალდება ეყდრნობოდეს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს - დაადარეთ მათი ჩვენებები, სიტყვა-სიტყვით არის ერთმანეთსგან გადაკოპირებული... გამოძიება არ იყო მიუკერძოებელი“.
14:35 - „გამოძიება დასრულდა ისე, რომ ამაღლობელმა გამომძიებლები და პროკურორები ნახა მხოლოდ პროცესებზე... მათ მიუთითეს, რომ მხოლოდ იმის გამო არ შეაწუხეს, რომ ის შიმშილობდა. მის წინააღმდეგ ისე დაიწყო და დასრულდა საქმე, რომ არავის უნახავს. იმდენად უინტერესო იყო და თავშივე იყო გადაწყვეტილი, როცა დგებუაძე დაემუქრა სისხლითო“, - მაია მწარიაშვილი.
ფორუმი