ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:
როგორ დასაქმდით გდდ-ში?ვაკანსია გამოცხადდა,,,
მოწმე: ვაკანსია გამოქვეყნდა?
პროკურორი: სერიოზულად ეკითხებით?
ადვოკატი: მპასუხობს თავად ვაკანსია გამოცხადდაო... სად გამოქვეყნდა ვაკანსია
მოწმე: პოლიციის გვერდზე და დამიბარეს გასაუბრებაზე ვაკანსიის გაგზავნის შემდეგ
შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. პროკურორებმა სხვადასხვა ზომის დალუქული პარკები შემოიტანეს სხდომათა დარბაზში და მოწმის ბარიერზე მიაყუდეს.
ეს ნიშნავს, რომ მხარეები ნივთმტკიცებულებებს გამოიკვლევენ. რა დევს პარკში - დავწერთ აქ.
პირველ პაკეტში პროკურორის თქმით, ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთებია მოთავსებული.
პროკურორ ვაჟა თოდუა ხსნის დალუქულ პაკეტს. იქამდე წაიკითხა, რა წერია გარედან, ანუ რა არის მოთავსებული მასში: 7 ცალი ბოთლი მასში მოთავსებული სითხეებით, მინის ბოთლებით, ნაჭრებით
„ისე სუნი აქვს ჰო?", - ამბობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. პროკურორს ხელზე უკეთია ლურჯი ხელთათმანი და იღებს ბორჯომის ცარიელ ბოთლებს შიგნით ნაჭრით და ითვლის: ერთი, ორი, სამი - შვიდი უნდა იყოს. ამის შემდეგ იღებენ პლასმასის ბოთლებს, შიგნით ყავისფერი სითხეა. „ნავთობპროდუქტია", - ამბობს ვაჟა თოდუა.
„უსუნეთ იქნებ ღვინოა“, - ხუმრობს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი.
ფორუმი