Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (18/07/2025)

13:34 18.7.2025

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი უბრუნდება მოწმის ნათქვამს, რომ ისინი „მიირბენდნენ დემონსტრანტებთან ფარებზე ხელკეტების დარტყმით და აშინებდნენ“.

- რომ მიირბენდით, მერე რას აკეთებდით?

- არაფერი

- მიდიოდით შეგაშინეო და უკან გარბოდით?...

- არავინ დაგვიკავებია

- მარტო გარბოდით თუ ყველა?

- ყველა

- მიირბენდით შეაშინებდით და უკან გამორბოდით?

- დიახ... მიდიოდნენ[დემონსტრანტები - რ.თ]

- იმ ლოკაციაზე რატომ არ იდექით, სადაც ეს ადამიანები იდგნენ?

- იქ ვერ მივიდოდით, ქვებს ისროდნენ და დაზიანების რისკი მაღალი იყო.

- რკინის ჯებირს ეძახით საიდანაც გადმოდიოდნენ, იქ რატომ არ იდგა სპეცრაზმი?

- ეგ არ ვიცი

- დავალებას ვისგან იღებთ?

- უფროსისგან

- ვინაა?

- ბექა გოტიაშვილი.... რაციაზე გადასცესმდნენ დავალებას... ისეთი ხმაური იყო ერთმანეთს ვეუბნებოდით, ერთი რომ გაიგეს 10-მა იცის.

- თქვენ დაზიანდით 30-ში, პირველ რიცხვში განხორციელებულ ქმედებებზე პრეტენზია ვერ გექნებათ ჰო?

- დიახ, დიახ, ჩემს ზიანთან დაკავშირებით მაქვს.. ერთი წამით ერთს დავამატებ....

- პასუხი მივიღე

[მოწმეს აძლევებს საშუალებას დაამატოს ის, რაც სურს]

- მარტო ჩემს თავზე არ მაქვს ამ ყველაფერზე პრეტენზია, ჩემი თანამებრძოლები და თანამშრომლები დაზიანდნენ ჩემთან ერთად.. მე ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია... დღეს აქ მე ვარ და სხვა დროს შეიძლება სხვაც დაზიანდეს...

- რადგან იურიდიული განათლების მიღებას ცდილობთ[მოწმე სწავლოვს სეუში იურიდიულ ფაკულტეტზე] თქვენ დაზარალებული აცხადებთ, რო პრეტენზია გაქვთ იმ ფაქტზე, რაშიც თქვენ არ დაზარალებულხართ?

[განრიდება პროკურორებისგან - გაცემულია პასუხიო, მოსამართლე არ აკმაყოფილებს]

- სხვის ზიანზე არ მაქვს პრეტენზია ჩვენ თანამშრომლები დავზიანდით ჯგუფური ძალადობის დროს

- მოქალაქეები რო დაზიანდნენ, რომლებიც იძახიან, რომ პოლიციელების მხრიდან რომ იყვნენ დაზიანებული და თქვენნაირი სპეცრაზმელების მხრიდან რომ იყვნენ დაზიანებული, მათ ნაცვლადაც გაქვთ პრეტენზია?

- არ მინახავს ასეთი... ჩემნაირი რას ნიშნავს

- თქვენი პრეტენზია მხოლოდ ფორმით არის გამიჯნული თუ ძალადობის ნაწილში...

- გაგეცით პასუხი

- ამას მოსამართლე ადგენს.. მოქალაქეების მიმართ გაქვთ პრეტენზია თუ მხოლოდ პოლიციელების?

მოსამართლე [მოწმემ განმარტა, რომ ძალადობის მომხრე არ არის შესაბამისად გაცემულია პსუხი განრიდებულია შეკითხვა]

13:35 18.7.2025

ლაშა გელაშვილის თქმით, არ იცის, ვინ არის ტიტუშკა. ადვოკატი განუმარტავს მნიშვნელობას და ეკითხება შეუძლია თუ არა კატეგორიულად თქვან, რომ დემონსტრანტებს შორის ტიტუშკები იყვნენ. „ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს ის.

13:45 18.7.2025

დარბაზში სიცილია მოწმის ჩვენების პარალელურად, იქამდე სანამ მოსამართლე თავად დაატოვებინეს სხდომას დამსწრეებს, ორი მათგანი დგება და გადის.

დაკითხვა გრძელდება.

მოსამართლე: რა ხდება რამე ტელეფოის რეკლამაა?

უკან ვიხედებით და ვხედავთ ქალს ტელეფონით ხელში, რომელსაც აქციაზე დაზიანებული და ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები აქვს ჩართული.

„ნაცემი დემონსტრანტების ფოტოებს ვაჩვენებ, ახლა ხომ გაიგეთ [მიმართავს მოწმეს].

თამარ მჭედლიშვილი მას სხდომას ატოვებინებს და ამბობს: „ნუ მაიძულებთ, სხდომა დავხურო".

13:49 18.7.2025

შოთა თუთბერიძე კითხვას სვამს და ისევ ახსენებს ნაცემ დემონსტრანტებს.

ერთვება პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი, სად არიან ნაცემი დემონსტრანტებიო, - ინტერესდება.

ამ რეპლიკას ხმაური მოჰყვა, ერთვებიან დაკავებული დემონსტრანტებიც.

ზვიად ცეცხლაძე: „თქვენივე ვიდეოში ისმის, როგორ ემუქრება პოლიციელი დემონსტრანტს გაუპატიურეით და კითხულობთ, სად ცემეს დემონსტრანტებიო?".

შოთა თუთბერიძე ეკითხება ლაშა გელაშვილს: თქვენ პრეტენზია, როგორც დაზარალებულს, სხვა პოლიციელების გამოც გაქვთ თუ მოქალაქეების ცემაც გადარდებთ?

მოწმე იმეორებს იგივეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG