Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (18/07/2025)

14:13 18.7.2025

ლაშა გელაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ გაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც დაზარალებულს, მასზე წვდომა ჰქონდა.

დავით ჭიკაიძის თქმით, გუშინ 11-პირიან საქმეზე მან თქვა, რომ თუ დადგინდება დანაშაული ბრალდებულები „კანონის შესაბამისად“ უნდა დაისაჯო, დღეს კი განაცხადა - „კანონის სრული სიმკაცრით“. რა შეიცვალაო - ეკითხება.

მოსამართლე აჩერებს: არ მაინტერესებს რა მოხდა სხვა პროცესზე, შეცვალეთ კითხვა.

მოწმე უარყო, რომ არ უთქვამს „კანონის სრული სიმკაცრით“, „კანონით ფარგლებში ვთქვიო“.

ბრალდებულები და ადვოკატები ერთად - არა, არა თქვით. ასე გაიგო მედიამაც. მოწმემ თქვა, რომ„ბრალდებულების კანონის სიმკაცრით დასჯას ითხოვს“.

14:01 18.7.2025

აგრძელებს შოთა თუთბერიძე დაკითხვას:

ადვოკატი: თქვენ და თქვენს კოლეგებს საიდენტიფიკაციო ნიშნები გეწერათ?

მოწმე: ნიშნები ასე არა, რობოკოპზე გვაწერია ნომერი, რომ რამე არ დაგვეკარგოს...

ადვოკატი: საიდან?

მოწმე: შიგნიდან

გუშინ მეორე პროცესზე იგივე მოწმემ ლაშა გელაშვილმა თქვა, რომ ნომრები აქვთ სპეციალური და აქციაზე წასვლის წინ არ მოუხსნიათ. მოწმის თქმით, 36 ნომერია და ეს ნომერი ეწერა კასკაზეც...

13:49 18.7.2025

შოთა თუთბერიძე კითხვას სვამს და ისევ ახსენებს ნაცემ დემონსტრანტებს.

ერთვება პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი, სად არიან ნაცემი დემონსტრანტებიო, - ინტერესდება.

ამ რეპლიკას ხმაური მოჰყვა, ერთვებიან დაკავებული დემონსტრანტებიც.

ზვიად ცეცხლაძე: „თქვენივე ვიდეოში ისმის, როგორ ემუქრება პოლიციელი დემონსტრანტს გაუპატიურეით და კითხულობთ, სად ცემეს დემონსტრანტებიო?".

შოთა თუთბერიძე ეკითხება ლაშა გელაშვილს: თქვენ პრეტენზია, როგორც დაზარალებულს, სხვა პოლიციელების გამოც გაქვთ თუ მოქალაქეების ცემაც გადარდებთ?

მოწმე იმეორებს იგივეს.

13:45 18.7.2025

დარბაზში სიცილია მოწმის ჩვენების პარალელურად, იქამდე სანამ მოსამართლე თავად დაატოვებინეს სხდომას დამსწრეებს, ორი მათგანი დგება და გადის.

დაკითხვა გრძელდება.

მოსამართლე: რა ხდება რამე ტელეფოის რეკლამაა?

უკან ვიხედებით და ვხედავთ ქალს ტელეფონით ხელში, რომელსაც აქციაზე დაზიანებული და ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები აქვს ჩართული.

„ნაცემი დემონსტრანტების ფოტოებს ვაჩვენებ, ახლა ხომ გაიგეთ [მიმართავს მოწმეს].

თამარ მჭედლიშვილი მას სხდომას ატოვებინებს და ამბობს: „ნუ მაიძულებთ, სხდომა დავხურო".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG