Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (17/07/2025)

გდდ-ს თანამშრომლები სასამართლოში - დღეს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 11 აქციის მონაწილეა ბრალდებული, სამი მოწმე ჰყავს მოყვანილი. სამივეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მათგან ორი ლაშა გელაშვილი და გიორგი გობრონიძე გდდ-ს თანამშრომლები არიან.

16:08 17.7.2025

შესვენება დასრულდა - მოწმე გიორგი გობრონიძეა, ისიც გდდ-ს წარმოადგენს. კუხარჩუკმა მიიღო ექიმის დახმარება, დალია ტკივილგამაყუჩებელი და ახლა სხდომას ესწრება.

16:16 17.7.2025

გდდ-ს თანამშრომლის, გიორგი გობრონიძის ჩვენება:

„პიროტექნიკის შედეგად მივიღე დაზიანება, 29 ნოემბერს აქცია... 29 ნოემბერს ვიყავი ჭიჭინაძის ბოლოში კვეთაზე, პარლამენტის უკანა მხარეს, ჩემს თანამშრომლებთან ერთად... აქცია იყო, ვიდექით კოლონაში და ამ დროს მომხვდა პიროტექნიკა... სიტუაცია იყო დაძაბულო, იყო ქვების სროლა, პიროტექნიკის და ერთ-ერთი ნასროლი ტექნიკა მომხვდა და დამაზიანა. სროლა იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, კონკრეტულად ვინ ისროლა მე არ ვიცი. 11-დან 12 საათის შუალედში მივედი. მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე".

პროკურორი ეკითხება: როგორ დაზიანდა?

- მეცვა რობოკოპი ე.წ. აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი მოხვდა ჩემს უკან რობოკოპს ფარში და აფეთქებული მომხვდა შემდეგ მე.... თავიდან ვიდექით ჩიტაძისა და ზუბალაშვილის კვეთაზე....ექვსრიგად განვლაგდით...15 წუთი მომიწია გაჩერება, მალევე მივიღე დაზიანება... მერე მიმიყვანეს სამედიცინო დახმარების მანქანასთან, შეამოწმეს.. ზურგის დამწვრობა მქონდა წელის მიდამოში... "

თვენახევარი რეაბილიტაციას დასჭირდა.

16:19 17.7.2025

16:27 17.7.2025

ადვოკატი რუსუდან აგურაშვილი აქვეყნებს მოწმის ჩვენებას, სადაც წერია „კონკრეტულად მე ვიმყოფებოდი ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებთან, რა დროსაც მომხვდა პიროტექნიკა და დავზიანდი". ანუ ეს არასწორია და თქვენ იყავით ჭიჭინაძეზე, ეს პასუხი მივიღო?

მოწმე: ასე იმიტომ, რომ თავიდან ვიყავი მაგ ქუჩაზე გამომძიებლისგან არ ყოფილა დაზუსტებული კითხვა, სად ვიყავი და ახლა გეუბნებით, რომ ჭიჭინაძეზე ვიყავი.

ადვოკატი: სიბნელე იყო?

მოწმე: რა, განათებები იყო

ადვოკატი: ისევ ვაქვეყნებ დაკითხვიდან ოქმს. „თუმცა ვინაიდან იყო სიბნელე მისი ვინაობა ვერ გავარჩიე" არის თუ არა ეს სწორი ფაქტი?

მოწმე: სიბნელე, ორთქლი

ადვოკატი: სიბნელე და ორთქლი ერთი და იგივეა?

[აცილება]

ადვოკატი: ანუ სწორი არ არის, რომ სიბნელე იყო, ასეა?

[აცილება]

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG