Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (17/07/2025)

გდდ-ს თანამშრომლები სასამართლოში - დღეს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 11 აქციის მონაწილეა ბრალდებული, სამი მოწმე ჰყავს მოყვანილი. სამივეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მათგან ორი ლაშა გელაშვილი და გიორგი გობრონიძე გდდ-ს თანამშრომლები არიან.

14:11 17.7.2025

უკრაინის მოქალაქე ბრალდებულებმა სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა სასამართლო სხდომებზე მედიის დაშვება მოითხოვეს. მათი თქმით, ოჯახის წევრები არიან უკრაინაში და სურვილი აქვთ, თვალი ადევნონ მათ სასამართლო სხდომებს:

სერგეი კუხარჩუკის განცხადება: „მე სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლო დარბაზიდან მაღალ იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები მე და რულსან სივაკოვი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, რომ შეეძლოთ ჩემი სასამართლო სხდომის ნახვა და იყვნენ საქმის კურსში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ორგანოები ჩემს ამ საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინს საელჩოს".

რუსლან სივაკოვის განცხადება: „ გთხოვთ პატივცემულო მოსამართლე დაუშვათ ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს, დედაჩემი იქ არის, დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან, იქ არ არის ტელევიზია არ არის კავშირი მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას, საქართველო მიყვარხარ".

მოსამართლემ თქვა, რომ არ განიხილავს შუამდგომლობას: „ამ საკითხზე სასამართლომ არაერთსხდომაზე დააფიქსირა პოზიცია და აღნიშნულ შუამდგომლობას ვერ განვიხილავთ'.

14:34 17.7.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მაგალითად რევაზ კიკნაძეს გამოძიება საერთოდ არ ედავება 30 რიცხვის მოვლენებს იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა.

„აქედან გამომდინარე რევაზ კიკნაძესთან გაქვთ პრეტენზია?", - კითხულობს ადვოკატი.

„ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს, არც არაფერს უარვყოფ და არც ვადასტურებ. პირადად ხელს რომ ვადებდე ვინმეს ასე არ არის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე მაქვს პრეტენზია".

გდდ-ს თანამშრომლის თქმით, მისი მოვალეობაა ვარჯიში, საზღვარზე წასვლა და იქაური ტერიტორიების...[არ ამთავრებს წინადადებას].

მისივე განცხადებით, ნომრები აქვთ სპეციალური და აქციაზე წასვლის წინ არ მოუხსნიათ. მოწმის თქმით, 36 ნომერია და ეს ნომერი ეწერა კასკაზეც... მის დანაყოფში 90 კაცია, თავად ამბობს. „ყველას არ ვიცნობო“, - აცხადებს.

მისი უშუალო უფროსი ბექა გოგიაშვილია.

როგორც ცნობთ თქვენს უფროსს? - ეკითხება გუჯა ავსაჯანიშვილი.

მოწმე: სიმაღლით, ვიზუალურად...

- შენიღბული არ არის?

- ვიზუალურად ვცნობ

- როგორ?

-ჩვეულებრივად სიარულის მანერითაც კი ვცნობ.

- აქციების დროს თუ მოგიწიათ მოქალაქეების დარბევა?

- არა არა, ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვიცავდით.

- წესრიგის დაცვის ფარგლებში მოგიწიათ თუ არა კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, დაშლა და.აშ.

- როცა წესრიგს ვიცავდი იქ, მომხვდა ფეხში ქვა... ორი კვირა სახლში ვიყავი. არც დარბევაში მიმიღია მონაწილეობა....

- კადრები რაც ვრცელდებოდა თუ გინახავთ, სადაც სპეცრაზმლების მსგავსი სამოსით მოქალაქეებზე ძალადობდნენ?

- ტელევიზიებს როგორ არ ვუყურებ, მაგრამ პირადად ეგენი არ მინახავს... არც გამიგია.

- თქვენ ვერ დაინახეთ ქვა ვინ გესროლათ?

- სახეზე არ დამინახავს, შავი ფორმები ეცვათ

- ფორმას რატომ ეძახით?

- შავი ტანსაცმელი, ჯინსის შარვალი ან რაღაც ეგეთი... ვვარაუდობ, არა, ჯინსის შარვლები ეცვათ ძირითადად..

- მატერიას ამოწმებდით?

- ლურჯი ფერის შარვლები იყო

- შავი არ იყო? წეღან თქვით

- შავი ზედები ეცვათ.

- თქვენ დაზუსტებულად შეგიძლიათ ამ ადამიანებზე, ვისაც ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომ ეს ადამიანი არ იყო ან კონფიდენტი ან შეგზავნილი ადამიანი?

- არ ვიცი ვაფშე, მსგავსი რაღაცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი.

- შესაბამისად ხომ იმასაც ვერ იტყვით რომ ეს ადამიანი სპეციალურად იყო შეგზავნილი?

აცილება. მოსამართლე აკმაყოფილებს.

15:02 17.7.2025

საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გელაშვილს ჰქონდა დაბეჟილობა და კოჭ-წვივის მყესების დაზიანება. ახლა კითხვებს სვამს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

მის კითხვაზე პასუხად, ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საქმის მასალებში არსებულ ვიდეოებზე და არც უნახავს ისინი.

15:13 17.7.2025

ჯანო არჩაია უსვამს კითხვებს ლაშა გელაშვილს.

- გარეთ პოლიცია იდგა თუ არა?

- რანაირად იდგებოდა

- ე.ი. 30-ში პოლიცია არ ყოფილა პარლამენტთან?

- პარლამენტის გარეთ ხედვა არ მქონია

- თქვენ იყავით შიგნით, გარედან ვინ გესროდათ თქვენ, როგორ მოდიოდა ეს ხალხი გისოსებთან და ქვებს გსვრიდათ, ჯებირებზე ადიოდნენო, ქვებს გვსვრიდნენო, პოლიცია სად იყო გაქცეული იყო?

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG