Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის ცხედარი იპოვეს, წინასწარი ვერსია თვითმკვლელობაა


რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „ტრანსნეფტი“ ნავთობის ტრანსპორტირების უმსხვილესი კომპანიაა
რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „ტრანსნეფტი“ ნავთობის ტრანსპორტირების უმსხვილესი კომპანიაა

მოსკოვში, ელიტურად წოდებულ „რუბლიოვკის" რაიონში, საცხოვრებელ სახლთან იპოვეს რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის, 62 წლის ანდრეი ბადალოვის ცხედარი.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ვერსია თვითმკვლელობაა. ტელეგრამ-არხ Baza-ს ცნობით, ანდრეი ბადალოვი სახლის მე-10 სართულზე ცხოვრობდა, თუმცა მე-17 სართულის აივნიდან გადმოვარდა.

კომპანიამ ბადალოვის „მოულოდნელი გარდაცვალება" დაადასტურა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებია.

ანდრეი ბადალოვი „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2021 წლიდან.

რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „ტრანსნეფტი“ ნავთობის ტრანსპორტირების უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს რუსეთში მოპოვებული ნავთობის 83%-ის და ქვეყანაში წარმოებული ნავთობპროდუქტების 30%-ის ტრანსპორტირებას.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო „ტრანსნეფტი“ სანქცირებულია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ.

ბოლო წლებში რუსეთში მოულოდნელად გარდაიცვალა მსხვილი კომპანიების არაერთი ხელმძღვანელი.

მათ შორის, 2022 წლის სექტემბერში ანდრეი ბადალოვის მსგავსად დაიღუპა ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი. მისი ცხედარი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრების ქვეშ იპოვეს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG