მოწმე „იპოვეს“, იწყება მისი დაკითხვა. ის შსს-ს ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომელია.
პროკურორმა დარბაზში მოწმე გამოიძახა - ეკატერინე ყუფარაძე. მოწმე არსად ჩანს, მოსამართლემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. პროკურორები მის საძებნელად გავიდნენ.
სხდომა პირველ დარბაზში იმართება, სადაც 150-კაცი ეტევა. დარბაზი სრულიად სავსეა დამსწრეებით, ერთ სკამზე ორი და სამი ადამიანიც კი ზის.
საქმე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი
პროკურორები: ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი
ბრალდებულები: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
ფორუმი