რეპლიკების ეტაპზე ადვოკატს პასუხობს პროკურორი, თამარ იაკობიძე და ამბობს: ადვოკატმა სპეკტაკლი დადგაო.
აწყვეტინებს მოსამართლე: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სპეკტაკლი დადგა და მე ასე ვუსმენდი?
პროკურორი: ჩემი შეფასებაა.
მოსამართლე: სხვა პროცესებზე...
პროკურორი აგრძელებს და ამბობს, რომ ვიდეომტკიცებულება მოწმეების დაკითხვის პარალელურად შეისწავლეს, მათ კი თავად დაადასტურეს, რომ ვიდეოში იყვნენ ასახულებიო.
„მათ დაადასტურეს, რომ წაქცეული წიხლი მოხვდათ და ვიდეოჩანაწერში ეს იდენტიფიცირებულია. მოწამლული ხის ნაყოფი ახსენა დაცვის მხარემ და არ ვიცი რას მივაწერო მტკიცება, თითქოს ბრალდების მხარემ მტკიცებულებების ნაწილი მიზანმიმართულად არ გამოიკვლია. რეალურად ეს განჩინება ფიზიკურად არ მაქვს და ვაჩვენებ, რომ მოწამლული ხის ნაყოფი მტკიცებულებების გადაუცემლობაზეც კი არ ვრცელდება..."
პროკურორი ადვოკატის პასუხად ამბობს, რომ სპეცრაზმელებს არ უთქვათ ერთმანეთს ვერ ვცნობდითო, არამედ თქვეს, რომ „ნიღაბშიც ვიცნობთ ერთმანეთსო“ და ადვოკატმა „სხვანაირად შეფუთაო“.
,,მოწამლული ხის ნაყოფი“ ნიშნავს ისეთ მტკიცებულებათა კატეგორიას, რომელიც მოპოვებულია უკანონო საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას.
ახლა რეპლიკის უფლებას იყენებს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი:
„ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურორმა გადაწყვიტა სწორ მხარეს დგომა, ემოციური განცხადება ვნახეთ და რა გვითხრა.
წერილობითი მტკიცებულებები გამოვიკვლიეთო? - არაფერი უთქვამს
დათვალიერების ოქმი, იოსებ დიღმელაშვილი, დისკი - რამე გვითხრა ამასთან დაკავშირებით, რომ დისკი, რომელზეც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაა დანიშნული გამოკვლეული არაა.
ჩემი დასკვნითი სიტყვის ნახევარი დაეთმო დათვალიერების ოქმს, ამ დისკზე რამე გვითხრა?... იცოდა, რომ უნდა გამოეკვლია და არ გამოიკვლია".
ფორუმი