Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა ჯიქიას საქმე - ლაივბლოგი (03/07/2025)

👨‍⚖️ საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიას პროცესი მიმდინარეობს. დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი 🗣️ მხარდამჭერებს აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს 📝 საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

11:09 3.7.2025

ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ელიან, რომ მოსამართლე საბა ჯიქიას საქმეზე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს. დარჩენილია დაცვის მხარის საბოლოო სიტყვა და რეპლიკების ეტაპი.

თამარ მჭედლიშვილს დღეს, 12:00-ზე კიდევ ერთი პროცესი აქვს, სადაც ჯგუფურ ძალადობაში 8 დემონსტრანტია ბრალდებული.

11:15 3.7.2025

სხდომა გაიხსნა. დასკვნით სიტყვას ამბობს ადოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი:

„პირველ რიგში, განიხილება 19 წლის ბიჭის საქმე, რომელიც ბუნებით დანაშაულის ჩამდენი არ არის...

განვიხილოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე რაზე დგას. მე სულ დავდივარ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არა იმიტომ რომ არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ სხვას ვაჩვენო რა წერია.

არ ვიცი, ქალბატონმა თამარმა საბა ჯიქიას საქმეზე განზრახ გააკეთა თუ არა, რომ ამ საქმეში საბა ჯიქიას მხარეს ყოფილიყო მე მას მადლობას მოვუხდი და თუ მან ეს პროფესიული შეცდომით გააკეთა, სხვა ამბავია. მე მინდა მწამდეს რომ მეორე მხარეს ზის ადამიანი, რომელმაც ეს განზრახ გააკეთა.

....საქმე არის ერთი ტომი, ერთ ტომში ჩვენ რომ პირდაპირი მტკიცებულება რომ მოვძებნოთ გვიდევს მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური დასკვნა. შემდეგ გვყავს ორი მოწმე, გოგა ხმალაძე და ბექა გოგიტაშვილი, მათ ამოცნობაში არ მიუღიათ მონაწილეობა. მათ მიერ მიცემული ჩვენებები პრირდაპირ ვერ ამხელს საბა ჯიქიას ბრალად წარდგენილ ქმედებაში/ ერთადერთი გამოსავალი ბრალდების მხარეს ჰქონდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.

ჩემი დასკვნითი სიტყვა ბევრად მნიშვნელოვან რაღაცებზე გდას, ვიდრე იმაზე არის თუ არა ვიდეოზე მონტაჟის კვალი. მე სასამართლომ გადმომცა საქმის მასალები და სხდომის ოქმი. სსს კოდექსი იცავს წერილობითი მტიცებულებების გამოკვლევას. სხდომის ოქმში ვერ ნახავთ ვერც ერთი წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევას, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ოქმშია მითითებული დაკითხული არაა და ჰაერშია რიგი მტკიცებულებები.

განვიხილოთ ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. თუ ბრალდების მხარე მე არ გამიცვლის დანიშვნას ან დადგენილებას, ეს მტკიცებულება მოსული სასამართლოში იქნება დაუშვებელი".

11:21 3.7.2025

მანდატური მიდის წინა რიგში მჯდომ ქალთან: „წაშალეთ ახლავე".

მეორე მანდატური: „დატოვეთ დარბაზი"

დამსწრეები: დედაა, საბას დედაა...

მანდატურები ქალს თავს ანებებენ.

11:27 3.7.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი 18 მარტის სხდომის ოქმს განიხილავს, სადაც წერია, რომ პროკურორმა მოხსნა ოთხი მოწმე. მას აინტერესებს აქედან ორი მოწმე. პირველი - იოსებ დიღმელაშვილი.

„სრულიად შემთხვევით 55-ე გვერდზე გვხვდება დათვალიერების ოქმი, სადაც დიღმელაშვილი უთითებს, რომ პაკეტი[ნომრით] მოპოვებულია მის მიერ, დალუქულია და დისკია ჩამოწერილი".

[ამის შემდეგ განიხილავს მტკიცებულების შედგენის წესს]

„იოსებ დიღმელაშვილი უთითებს რომ სახეზეა საჯარო ინფორმაცია და იყენებს დათვალიერებს ოქმს, ოქმის მონაწილე არის დიღმელაშვილი. ეს მოწმე ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან. ე.ი. აღნიშნული დათვალიერების ოქმის გამოკვლევა სასამართლოზე არ მომხდარა და არ დადასტურებულა".

[ადვოკატის თქმით, მისი გამოკვლევა მნიშვნელოვანი იყო და ამის შემდეგ აგრძელებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის ჩვენების განხილვას, არც ის დაკითხულა სასამართლო სხდომაზე. ის ამბობს, რომ ესპერტის ჩვენების მიხედვით ის დისკი, რომელიც დაათვალიერა ასევე არდაკითხულმა მოწმე დიღმელაშვილმა მას გადაეცა..

„საიდან მიიღო ეს დისკი ზურაბმა, საერთოდ რა არის? თქვენ გამოკვლეული არ გაქვთ, იმ დისკის წარმომავლობა, ავთენტურობა, შექმნა, მოპოვება გამოკვლეული არ არის. როცა ერთ საგამოძიებო მოქმედებას, რომლის შემდგომაც ინიშნება მეორე საგამოძიებო მოქმედება, მისი ძირი თუ არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არ ვიცით მისი წარმომავლობა და არ არის გამოკვლეული გაიზიარებს იმ ბედს, რასაც ძირი მტკიცებულება. თქვენ თუ დაეყრდნობით ჰაბიტოსკოპიურ დასკვნას, გთხოვ დაუწეროთ დაცვის მხარეს რა არის ეს დისკი და როგორ მოხვდა, საქმეში არ გაქვთ დისკი, საქმეში გაქვთ დაუდგენელი დისკი, რომლის წარმომავლოაც დადგენილი არ არის. მიტხარით, როგორ შეიძლება გადაწყვეტილება იყოს მიღებული ისეთ მტკიცებულებაზე, რომლის შექმნა, წარმომავლობა, კანონიერება დადასტურებული არაა. შემოვიტან დარბაზში ნებისმიერ დისკს და ეს მტკიცებულებად ჩაითვლება?".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG