Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მიიღო “დიდი და ლამაზი" საგადასახადო კანონპროექტი


ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მასთან კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაგზავნონ ხელმოსაწერად.
ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მასთან კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაგზავნონ ხელმოსაწერად.

24-საათიანი დებატების შემდეგ აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ ე.წ. „დიდ და ლამაზ საგადასახადო კანონპროექტს“ გადასახადებისა და ხარჯების შესახებ. ახლა ის ქვედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.

კანონპროექტს სენატში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ ხმები ზუსტად შუაზე გაიყო და გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მისცა.

ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მასთან კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაგზავნონ ხელმოსაწერად.

თუმცა დეფიციტთან, სოციალურ პროგრამებთან და ხარჯების დონესთან დაკავშირებულმა დავებმა შეიძლება შეფერხებები გამოიწვიოს. პრეზიდენტმა სამშაბათს დილით აღიარა, რომ ამ ვადის დაცვა „ძალიან რთული“ იქნება.

კანონპროექტი, რომელიც ტრამპის მეორე ვადის დღის წესრიგის ქვაკუთხედად ითვლება, ითვალისწინებს არაერთი გადასახადის მუდმივ შემცირებას, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს დროებით იქნა ამოქმედებული.

შემოსავლების მოსალოდნელი დანაკარგის კომპენსირების მიზნით, რესპუბლიკელები ცდილობენ ხარჯები სხვა პროგრამებში შეამცირონ - მათ შორისაა საკვების სუბსიდიები და ჯანდაცვა დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG