Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ბირთვული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 27 ივნისს აღიარა, რომ აშშ-სა და ისრაელის დაბომბვების შედეგად ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს „გადაჭარბებული და სერიოზული“ ზიანი მიადგა. მან ირანის სახელმწიფო მაუწყებელს განუცხადა, რომ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია ზარალის შეფასების პროცესშია.

მის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამა არ შეუფერხებია. ხამენეიმ ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ბომბებმა სამი ბირთვული ობიექტი „გააცამტვერა“.

ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმებმა „მნიშვნელოვანს ვერაფერს მიაღწიეს“.

უზენაესმა ლიდერმა, რომელიც ისრაელთან ომის დაწყებიდან შემდეგ მიმალულია, თქვა, რომ ტრამპი „აზვიადებს“ ბომბებით მიყენებულ ზიანს და აშშ-სა და ისრაელზე გამარჯვება გამოაცხადა.

თუმცა არაღჩის განცხადებები განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებების განახლების გეგმები არ არსებობს. ირანმა მოლაპარაკებების დაგეგმილი მეექვსე რაუნდი გააუქმა, როდესაც ისრაელმა თავდასხმები დაიწყო.

მან თქვა, რომ მთავრობა იკვლევს, თუ რა არის „ირანელი ხალხის ინტერესებში“ და რომ დიპლომატიისადმი მისი მიდგომა „ახალ ფორმას“ მიიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG