Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადაგვაყოლა სტალინის ზიზღს“ - შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეზე


ფოტოკოლაჟი: შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ) და რასა იუკნევიჩიენე
ფოტოკოლაჟი: შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ) და რასა იუკნევიჩიენე

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს იმ პერფორმანსისთვის, რომლითაც საქართველოში დაკავებული პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ პაპუაშვილმა „ანტიქართული ჯგუფები“ უწოდა.

„რაც შეეხება ანტიქართულ ჯგუფებს ევროპის პარლამენტში, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ... ძალიან ველოდებოდი მე ამ პერფორმანსს და წარმომედგინა. მათი ფანტაზია ძირითადად ასეა ხოლმე - ფოტოებს ბეჭდავენ, დგანან და ითხოვენ“, - თქვა პაპუაშვილმა და შემდეგ ევროპარლამენტარებს შორის ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოყო.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას „ვერაფერი გააგებინეს“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ვერაფერს ვერ ავუხსნით“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტში საქართველოში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართეს პერფორმანსი. მათ ხელში ეჭირათ წარწერა: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში“ და პატიმრობაში მყოფი ადამიანების ფოტოები. მათ შორის ფოტოებზე იყვნენ მზია ამაღლობელი (ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი); ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე („ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკავებულები), ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული) და მათე დევიძე (პროევროპულ აქციაზე დაკავებული).

ფორუმი

XS
SM
MD
LG