სასამართლოს შენობაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პოლიციელებზე თავდასხმაში და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თაზო დათუნაშვილის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ჯერ არ უდასტურებენ, თუმცა ამ ფაქტს ადასტურებენ მისი თანაპარტიელები. სასამართლოში გადაღებულ კადრებში ჩანს რომ მას მანდატურები აკავებენ და შეჰყავთ ერთ-ერთ ოთახში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის დაკავების შემდეგ სასამართლოს სარდაფში ჩაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ სარდაფში, როგორც წესი, ბრალდებულები ელოდებიან ხოლმე საკუთარი სხდომების ჩანიშვნას.
ფორუმი