ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ თვითმფრინავში, რომელიც ლონდონის რეისს ასრულებდა, 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილის ცნობით, ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იყო.
Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი არა ლონდონში, არამედ ბირმინგემში მიემგზავრებოდა.
მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი კვამლი. კატასტროფის რაიონში მაშველები მუშაობენ.
განახლება: კატასტროფის შესახებ გავრცელებულ პირველ შეტყობინებაში ავიაკომპანია Air India-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ თვითმფრინავი აჰმედაბადი-ლონდონის რეისს ასრულებდა.
განახლება: ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 230 მგზავრი, 2 პილოტი და 10 ბორტგამცილებელი.
განახლება: ავიაკომპანია Air India-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი მგზავრებიდან 169 ინდოეთის მოქალაქეა, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის და 1 კანადის. ავიაკომპანიის თანახმად, დაზარალებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ამ ინფორმაციაში Air India-ს მათ რიცხვი არ დაუკონკრეტებია და არაფერი უთქვამს დაღუპულთა შესახებაც.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
განახლება: დღის მეორე ნახევარში მედიასაშუალებებმა პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ნაპოვნია 200-ზე მეტი ცხედარი. ცნობილი გახდა, რომ კატასტროფას გადაურჩა ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც წარმოშობით ინდოელია.
თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANI-ს ცნობით, თვითმფრინავი მედიკოსების საერთო საცხოვრებელს დაეცა.
ფორუმი