წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, აეროდრომზე განადგურებულია ორი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მიგ-31 და სუ-30/34.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთის არმია აეროდრომ „სავასლეიკას“ იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის და ამ ობიექტიდან რეგულარულად მოქმედებენ მიგ-31კ ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც აღჭურვილი არიან აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკაზე“ დრონებით შეტევა მიიტანეს 2024 წლის აგვისტოშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 9 ივნისს სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკაზე“ იერიში მიიტანეს არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან ურთიერთქმედებით. გენშტაბი არ აკონკრეტებს, რა საშუალებებით განხორციელდა დარტყმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე ამ აეროდრომზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, 9 ივნისს, შუაღამის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 13 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტროს ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს
2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა სულ მცირე სამჯერ განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა ოლქში სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ.
ფორუმი