სარჩელი ალბი კორძაიას საქმეზე შეეხება 11 აპრილს მის სახლთან გამართულ აქციას, რომელიც რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის, ალბი კორძაიამ, მას შემდეგ გამართეს, რაც წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, რუსი სამხედროების მიერ სასტიკად ნაწამებ გიორგი ანწუხელიძეზე თქვა, რომ ის იყო "უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის". მან ანწუხელიძეზე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.
სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსამართლეს უყვებოდა, რომ ალბი კორძაიამ თეა წულუკიანის სახლთან ხმის გამაძლიერებლის საშუალებით უწოდა მას "რუსეთის მონა" და "ქვეყნის მოღალატე", რამაც არა მხოლოდ პარლამენტარს და მის ოჯახს, სხვა მოქალაქეებსაც შეუქმნა დისკომფორტი.
2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებულმა მანუჩარ ცაცუამ გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ათობით საქმე განიხილა და არცერთზე არ გამოუტანია გამამართლებელი განაჩენი. მას დეკემბერში ესტონეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა.
„უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ!“ - დაწერა მოსამართლის დამ, ელენე ცაცუამ 12 დეკემბერს ფეისბუკზე.
ალბი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელის საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
ამ ჩანაწერს სახელმწიფო იყენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე პოლიციელების დასაცავად კრიტიკული მოქალაქეებისგან.
- 23 მაისს ზუგდიდელი აქტივისტები, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სარჩელის საფუძველზე.
- 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
- 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის 12-12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ორ სტუდენტს, თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს;
ფორუმი