Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ცხედრების გაცვლაზე: გვქონდა შემთხვევა, როცა მათ გადმოგვცეს რუსების ცხედრებიც


2 ივნისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმებულ საკითხთა შორის არის დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა.
2 ივნისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმებულ საკითხთა შორის არის დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ონლაინსაუბრისას 2 ივნისს სტამბოლში ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის დეტალებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსებს შეთანხმებული 6 ათასიდან სულ 15%-ს ვინაობა აქვთ ამოცნობილი:

„იქნება ჩვენი სამხედროების გაცვლა, „ათასი-ათასზე“. შეიძლება დამატებით „200-200-ზე“, რადგან უკრაინამ წამოწია საკითხი დამატებით სამხედროებზე, პოლიტიკურ პატიმრებსა და ჟურნალისტებზე“.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მიმდინარე კვირაში მხარეები სიებს გაცვლიან:

„იქნება აგრეთვე ვერიფიკაცია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ჯერზე წესიერად მოიქცევიან და გასაცვლელთა სიებს ადრევე წარმოადგენენ“.

რაც შეეხება დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების გადაცემის საკითხს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააზუსტა:

„ექვსი ათასი. ჩვენი მხარე დათანხმდა რუსეთის მხარეს გადასცეს 6 ათასი რუსის ცხედარი, მაგრამ ეს საკითხი ძალიან გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი. ამის შესახებ ვუთხარი თავდაცვის მინისტრ უმეროვს. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც შევიტყვეთ, ამ 6 ათასიდან რუსებს ამოცნობილი ჰყავთ 15%. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას შემოწმება. ყველა ჩვენი სამხედროს ცხედარი უნდა დავიბრუნოთ. ერთხელ გვქონდა შემთხვევა, როცა მათ გადმოგვცეს ცხედრები და მათ შორის, რუსების, თავიანთი ჯარისკაცების ცხედრებიც“.

2 ივნისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმებულ საკითხთა შორის არის დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლაც - "6000-6000-ზე". შეთანხმება შედგა აგრეთვე მძიმედ დაშავებული, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე და 18-25 წლის ასაკის სამხედროების "ყველა-ყველაზე" გაცვლის შესახებაც.

ორშაბათის შეხვედრაზე უკრაინამ რუსეთს გადასცა რამდენიმე ასეული უკრაინელი ბავშვის შესახებ დეტალური ინფორმაცია. რუსეთის დელეგაციამ კი უკრაინის მხარეს წარუდგინა კრემლის შეთავაზებების მემორანდუმი, რომელშიც არის პუნქტები უკრაინის ნეიტრალიტეტის მოთხოვნასა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისოდ აღიარებაზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG