Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა უკრიანაში რუსეთის ღამის საჰაერო იერიშის შედეგად


რუსეთის საჰაერო იერიშის შეგეგები უკრაინის ხმელნიცკის ოლქში. 25 მაისი, 2025 წ.
რუსეთის საჰაერო იერიშის შეგეგები უკრაინის ხმელნიცკის ოლქში. 25 მაისი, 2025 წ.

25 მაისს, გამთენიისას, რუსეთის არმიამ რაკეტებითა და დრონებით შეუტია უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებს. ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება ოთხი დაღუპულის, ხუთი დაშავებულის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

„წინასწარი მონაცემებით, დაინგრა ექვსი კერძო საცხოვრებელი შენობა, დაზიანდა 20-ზე მეტი. ასევე ჩაიმსხვრა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფანჯრები“, - განაცხადეს რეგიონის ადმინისტრაციაში.

სამი ადამიანი დაღუპა კიევის ოლქში, ათი დაიჭრა. დაზიანებულია ბიზნესცენტრი და საერთო საცხოვრებელი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ნიკოლაევზე რუსეთის იერიშის შედეგად.

„ღამის თავდასხმის შედეგად, უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. 06:00 საათის მონაცემებით, მაშველებმა 1948 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. შენობის ორი სართული დანგრეულია. ნანგრევებიდან ორი ქალი ამოიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ევაკუირებულია 210 მცხოვრები“, - ნათქვამია ადმინისტრაციის შეტყობინებაში.

აფეთქებები და ხანძრები იყო ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ტერნოპოლის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირისა და ჩერკასის რაიონებში. დაშავებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG