Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარწმუნებული ვარ, ტრამპი რეაგირებას მოახდენს პუტინის ცინიზმზე - მაკრონი


მაკრონის თქმით, იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ პუტინის ცინიზმზე დონალდ ტრამპს რეაგირება ექნება.
მაკრონის თქმით, იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ პუტინის ცინიზმზე დონალდ ტრამპს რეაგირება ექნება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს.

მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დონალდ ტრამპს ექნება რეაგირება ვლადიმირ პუტინის ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

„პრეზიდენტი პუტინის ცინიკური დამოკიდებულების ფონზე, მჯერა, - დარწმუნებული ვარ კიდეც, - რომ პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც აღელვებს აშშ-ის სანდოობა, რეაგირება ექნება“, - განაცხადა მან 17 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში.

„პრეზიდენტი აირჩია ამერიკელმა ხალხმა. ის მოვიდა ... მშვიდობის დაპირებით და თქვა, რომ ყველას ჩართავდა მშვიდობის დასამყარებლად“, - თქვა მან.

3-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის პარასკევს განახლებულ პირველ პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ტყვეთა გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე კრემლი კვლავ უარს აცხადებს.

პუტინმა თურქეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა და იქ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა.

დონით შეუსაბამო რუსეთის დელეგაციას არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

16 მაისს, სტამბოლის შეხვედრების პარალელურად, ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ალბანეთიდან დაუკავშირდნენ პრეზიდენტ ტრამპს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG