Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ლეო XIV უკრაინასა და ღაზაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოვიდა


პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასამდე ადამიანს მიმართა.
პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასამდე ადამიანს მიმართა.

პაპი ლეო XIV საკვირაო ქადაგებაში უკრაინაში ჭეშმარიტი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების და ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

„მეც მივმართავ მსოფლიოს დიდ ძალებს და ვიმეორებ მუდმივად არსებულ მოწოდებას „აღარასდროს ომი“, - მიმართა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასამდე ადამიანს.

„გულში ვატარებ საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვას“, – განაცხადა რომის პაპმა, რომელმაც ამავე გამოსვლაში სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან დაბრუნება მოითხოვა. ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

ახალი რომის პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. 267-ე პაპი გახდა ამერიკელი რობერტ პრევოსტი. ის არის აშშ-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG