Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეალური სივრცის“ გუნდი აცხადებს, რომ მენეჯმენტმა გადაცემა დახურა


„რეალური სივრცის“ გუნდი
„რეალური სივრცის“ გუნდი

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვეღარ გავა. გუნდის წევრებმა მაუწყებლის შენობის წინ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მენეჯმენტმა გადაცემა ფაქტობრივად დახურა.

რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ წაიკითხა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „რეალური სივრცის“ გუნდს წერილობით აცნობა, რომ რადგან გადაცემის წამყვანსა და სახესთან ნინო ზაუტაშვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა, ტოკშოუს გაგრძელება აღარ იგეგმება. გუნდის წევრებს შესთავაზეს, მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, საიტზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში.

ნინო ზაუტაშვილი „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

„აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, გუნდი დანაწევრდეს და გუნდის ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს მაუწყებლის მთავარ ფუნქციას, ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, - განაცხადა თამარ მშვენიერაძემ, – მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით, ამიტომ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას“.

გადაცემა „რეალური სივრცე“ 12 წლის წინ შეიქმნა და ეთერში ყოველთვიურად გადიოდა. ერთი პერიოდი, ის ყოველდღიურიც იყო.

„დღეს ვასილ მაღლაფერიძეს სჭირდება მხოლოდ მისი პოლიტიკის ერთგული კადრები. ეს თუ მას გაუვიდა, მაყურებელი ვერ ნახავს იმ სოციალური თემების სიღრმისეულ განხილვას, რომელსაც წლების განმავლობაში „რეალურ სივრცეში“ უყურებდა... თქვენ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, როდესაც თქვენს გარშემო მძვინვარებს ქარიშხალი“, - თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ყოფილმა წამყვანმა.

ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, რომლებიც აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას „ქართული ოცნებისადმი“ და ღიად გამოხატავდნენ თანადგომას პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG