Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

11:15 5.12.2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

უწყება ირწმუნება, რომ გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

13:06 5.12.2024

13:06 5.12.2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.

13:06 5.12.2024

„ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მოხდა. ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ დააკავა, სადაც პოლიტიკოსი ოპოზიციის ლიდერების შეკრებაზე იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG