რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყიდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში.
დამცავი საშუალებები არ იყიდება საქართველოს დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტებში: „გორგიაში“, „დომინოში“, „ნოვასა“ და „მიჰაუსში“. გასული დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის აირწინაღები იყიდებოდა ამ ჰიპერმარკეტებში.
ოფიციალური მიზეზი არსებული მარაგების ამოწურვაა. თუმცა ეს ფაქტი დროში ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. პოლიციამ პოლიტიკური პარტია „დროას“ ოფისიდან პიროტექნიკა, მეგაფონები და გამათბობლები ამოიღეს.
თავისუფლებაზე სპეცრაზმი მზადყოფნაშია
თბილისში, თავისუფლების მოედანთან დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი დავით დათუნაშვილი. ის ახლა კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს, არის პარტია "ახალის" წევრი.
დაკავებულია პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც. გავრცელებული ინფორმაციით ის ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
„სპეცრაზმელი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“.
ეს პასუხი გასცა მან ჟურნალისტების კითხვას, „დაიღალნენ თუ არა სპეცრაზმელები და ამიტომ დასჭირდათ დამატებით [უფორმო] ძალების მობილიზება“.
მან ასევე თქვა, რომ სპეცრაზმს „ხალხი არ უცემია - ხალხი მოიგერია“.
ფორუმი