Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

08:51 2.12.2024

08:46 2.12.2024

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა და ცემა მეტროს სადგურ "რუსთაველის" ზედა ვესტიბიულში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა და გასასვლელად მეტრო, ზანდუკელის ქუჩა და ელბაქიძის დაღმართი დაუტოვა.

08:40 2.12.2024

08:16 2.12.2024

მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის დაშლისას ათობით მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" იურისტი გიორგი დავითური. ის რამდენიმე პოლიციელმა რუსთაველის მეტროს მიმდენარედ აიყვანა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG