Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

06:43 2.12.2024

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მრავალჟამიერი იმღერეს - მეოთხე დღეა საქართველოს ქალაქებში პროევროპული დემონსტრაციები ტარდება

04:01 2.12.2024

ჩი იაპონიიდან აქციის მონაწილეებს წვნიანს უფასოდ ურიგებს

04:01 2.12.2024

საქართველოს ყოფილი ელჩები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებიდან მათ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს, იზიარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების 28 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას და მიესალმებიან საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას, სადაც წერია, რომ ემიჯნებიან "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

03:42 2.12.2024

ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავდა არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი.

„სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება“, - წერს რუსთავი 2.

რა ვითარებაში დაშავდა ჟურნალისტი უცნობია. რადიო თავისუფლება არკვევს დეტალებს და ინფორმაციის შესაბამისად მასალა განახლდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG