Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს


რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ)
რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ)

მთავრობის ადმინისტრაციაში სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ახლადდანიშნულ უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.

რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელის დასანიშნად 3 კანდიდატი წარედგინა - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.

ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილის ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა.

XS
SM
MD
LG