Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობის ცნობით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.

ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა თანამდებობა 14 ოქტომბერს დატოვა.

XS
SM
MD
LG