Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა უკრაინაში ომის გამო


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

აშშ-მა რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა უკრაინაში ომის გამო.

სანქციების სიაში ასევე შედიან კადიროვის სამი ქალიშვილი და მის ცოლად მოხსენიებული სამი ქალი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სანქციების სიაში სულ 22 ფიზიკური და ორი იურიდიული პირია. მათ შორის: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი, გადახდის ბარათების ეროვნული სისტემის, „მირის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ კომლევი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტის - ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის (NSD) მართვისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ჟიდკოვი.

სანქციები უწესდება ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საოკუპაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ვოლოდიმირ როგოვს და ევგენ ბალიცკის, ულტრამემარჯვენე ჯგუფ „რუსიჩს“, რომელიც იბრძვის უკრაინაში და მის მეთაურებს, ოლექსი მილჩაკოვსა და იან პეტროვსკის.

2020 წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა რამზან კადიროვის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მისი მონაწილეობის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ჰქონდა სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი იყო პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი უხეში დარღვევისთვის გასული ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის არის წამებისა და სასამართლოს გარეშე მკვლელობების შემთხვევები. 2017 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კადიროვი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კადიროვი პასუხისმგებელია არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებისთვის.

XS
SM
MD
LG