Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას


გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი

უკრაინაში შეჭრის გამო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას.

ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის 160-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ტურისტული სააგენტოს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, განაცხადა მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო. ორგანიზაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას. რუსეთი ელოდა თავისი წევრობის შეჩერებას და შეკრების დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ ის გადიოდა ორგანიზაციიდან.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოს წესდება ნათელია: "ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო "პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება", რომელსაც ის არაკანონიერად მიიჩნევს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კენჭისყრას ხელი შეუწყო "ანტირუსულმა პროპაგანდამ" და "შანტაჟმა". კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ არ იმოქმედებს ტურიზმზე რუსეთში.

XS
SM
MD
LG