თბილისმა უკრაინის მხარასაჭერად ქვეყნის დროშები გამოფინა. თეატრები, ოფსები, პატარა და დიდი აივნები, მაღაზიის ვიტრინები, ელქტრონული ბილბორდები, უბრალოდ კედლები - ყვითელი და ლურჯი ზოლები ყველგან თვალში მოსახვედრია. საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს აპროტესტებენ.
ფოტორეპორტაჟი: თბილისის შენობები უკრაინული დროშებით

1
უკრაინის დროშა მელიქიშვილის გამზირზე.

2
ღვინის ქარხნის შესასვლეთან, თბილისის ცენტრში.

3
მოქალაქეები აივანზე უკრაინის დროშას ამაგრებენ.

4
უკრაინის დროშა ავტომობილებზეც ფრიალებს.

5
საქართველოს დროშა უკრაინული ფერებით და წარწერით: "დღეს ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ"

6
უკრაინის დროშები შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ფასადზე.

7
უკრაინის დროშა წიგნის მაღაზიის ვიტრინაზე.

8
ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინა, სადაც ქუდები უკრაინის დროშის ფერების შესატყვისად გამოფინეს.

9
საქართველოს და უკრაინის დროშები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე.

10
საქართველოს და უკრაინის დღოშები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე.