14-16 მარტს თბილისში უკვე მეორე ჰაკათონი გაიმართა. თითქმის სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა პროგრამისტები, დიზაინერები, გამომგონებლები შეუჩერებლად მუშაობდნენ, რათა ჟიურისთვის თავიანთი პროექტები წარმოედგინათ. ჯამში ჰაკათონზე შეიქმნა 55 პროექტი, რომელთაგანაც ჯერ 11 საუკეთესო, შემდეგ კი 4 გამარჯვებული შეარჩიეს. ჰაკათონის ორგანიზატორი იყო „უნიჰაკი“, ახალგაზრდული გაერთიანება, რომელმაც უკვე მეორე ჰაკათონის ჩატარება შეძლო. წარმოგიდგენთ ჰაკათონის 11 საუკეთესო პროექტს.
თბილისის მეორე ჰაკათონის 11 საუკეთესო პროექტი

11
გამარჯვებული (პრიზი 4000 ლარი) პროექტი "Tbilisi Drive" - ანდროიდის აპლიკაცია, რომლის შემქმნელებსაც აქვთ პრეტენზია, თბილისში ავტომობილით მგზავრობა უსაფრთხო გახადონ. მომხმარებელი თავიდან იღებს ქულებს. თუ მანქანას წესების დაცვით ატარებთ, თქვენი მაჩვენებელი იზრდება, ხოლო თუ უშვებთ შეცდომებს - ქულები გაკლდებათ. აპლიკაცია იღებს მონაცემებს ოთხი ტიპის შეცდომისგან: ორმოზე გადავლა, მყისიერი მუხრუჭი, მოსახვევში სახიფათო შესვლა, სიჩქარის გადაჭარბება. პროგრამა ქმნის საერთო რეიტინგს, რომელშიც აპლიკაციის მომხმარებელი ყველა მძღოლი ერთიანდება. პროგრამას აქვს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც ავრცელებს მონაცემებს თბილისში არსებული ორმოების შესახებ და თუ უკვე ბაზაში შეტანილ ორმოს სხვა მძღოლი მიუახლოვდება, აპლიკაცია ამის შესახებ გააფრთხილებს.