მერე, იმავე დღეს 120 დოლარამდე გაიაფდა. მომდევნო დღეს კი ვარდნა გააგრძელა და უკვე 108 დოლარზე დაეცა.
ასეთი მერყეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ აშშ-ის საფინანსო სექტორის კრიზისით გამოწვეულ დაბნეულობას: დაბნეულები არიან ინვესტორები, რომლებიც, როგორც კი დაიმედდებიან, რომ ვაშინგტონს შეუძლია პრობლემის მოგვარება, მაშინვე ბრუნდებიან ამერიკის საფონდო ბირჟაზე, მაგრამ როგორც კი დაეჭვდებიან ვაშინგტონის უნარში, გაუმკლავდეს კრიზისს - ნავთობსა და სხვა საქონელში ინვესტირებას იწყებენ. ახლა სწორედ ამ საყოველთაო დაბნეულობაში გარკვევას შევეცდებით.
მოდური ტანსაცმლის ყიდვა, წაკითხვა წიგნისა, რომელზეც ქალაქში ლაპარაკობენ, წასვლა მაინცდამაინც იმ კაფეში, რომელიც რატომღაც პოპულარობით სარგებლობს - ალბათ, არც ერთი ჩვენგანისთვისაა უცხო სხვების მიბაძვა, ასე ვთქვათ, ჯოგში სირბილი. და, როგორც ირკვევა, გამონაკლისს არც ინვესტორები წარმოადგენენ - ხალხი, რომელიც საკუთარი ფინანსური ინტერესების გამო, თითქოს, მკაფიო ინდივიდუალიზმითა და განსაკუთრებულად რაციონალური მიდგომით უნდა გამოირჩეოდეს. არადა ეს ხალხი (ინვესტორები) ბოლოხანს ხან საფონდო ბირჟებიდან ნავთობისა და ოქროს ბირჟებისაკენ იღებენ გეზს, მეორე კი გადაიფქირებენ და ისევ უკან, საფონდოზე ბრუნდებიან.
შედეგია, განმარტავენ ეკონომისტები, ფასების მერყეობა, რისი მაგალითიც ზემოთ მოვიყვანეთ. 22 სექტემბერს ნავთობი უეცრად, 20-ზე მეტი დოლარით გაძვირდა. ამ ნახტომის ფონი იყო შეშფოთება, რომ შეერთებულ შტატებში კრიზისით მოცულმა ბანკებმა შესაძლოა, საკმარისი დახმარება არ მიიღონ ვაშინგტონიდან. მანამდე გავრცელებული იყო ცნობა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოდის წინადადებით, მთავრობამ 700 მილიარდი დოლარი გამოყოს საბანკო კრიზისის გამომწვევი ვალების დასაფარად.
მაგრამ 23 სექტემბერს ნავთობი ისევ გაიაფდა, როცა გაირკვა, რომ ფინანსთა სამინისტროს წინადადებას ვაშინგტონში სერიოზულად განიხილავენ და, მაშასადამე, ბანკებს აქვთ მრავალმილიარდნიანი დახმარების მიღების შანსი. ასე რომ, დაძაბულობის ცოტაოდენ განმუხტვასთან ერთად ნავთობის ფასმა ისევ დაღმასვლა დაიწყო.
ეკონომისტების განმარტებით, მჭიდრო კავშირი არსებობს ნავთობის ფასს, აშშ-ის საფონდო ბირჟებსა და დოლარის კურსს შორის. როცა შეერთებული შტატების საფონდო ბირჟა ძლიერად არის მიჩნეული, ის უამრავ ამერიკელ და უცხოელ ინვესტორს იზიდავს: უცხოელი ინვესტორები დოლარებს ყიდულობენ ამერიკული აქციების შესაძენად. შედეგად- დოლარი ძლიერდება.
მაგრამ, როცა შეერთებული შტატების საფონდო ბირჟა შესუსტებული ჩანს, ინვესტორები ამჯობინებენ ფულის დაბანდებას არა აქციებში, არამედ ნავთობში, ოქროში - საქონელში, რომელსაც უფრო გრძელვადიან ღირებულებას მიაწერენ.
ამიტომაც აქვს ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა, თუ როგორ დამთავრდება აშშ-ის ამჟამინდელი საფინანსო კრიზისი.
ნავთობის სიძვირე და დოლარის სიიაფე, ზოგადად, ძალიან ხელსაყრელია ნავთობის მწარმოებელთათვის. რად ღირს თუნდაც ის გარემოება, რომ რუსეთის, ყაზახეთის, რამდენიმე სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საექსპორტო შემოსავლების 80-მდე პროცენტი მოდის ნავთობის, გაზის, სხვა ნედლეულის ექსპორტზე.
მაგრამ როცა ნავთობის გაძვირებას ამერიკის საფინანსო კრიზისი იწვევს, ეს კარგს არაფერს მოასწავებს არც ნავთობის მწარმოებელთათვის.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამერიკის ეკონომიკური დაღმასვლა ნიშნავს ამერიკაში ნაკლები ენერგიის მოხმარებას, მაშასადამე საწვავზე ნაკლებ მოთხოვნას, რამაც დიდწილად გამოიწვია კიდეც ნავთობის მკვეთრი გაიაფება. მეორე - ნავთობის ექსპორტიორი ბევრი ქვეყანა შემოსავალს აბანდებს შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე. ხოლო როცა ეს საფონდო ბირჟა სუსტდება, ცხადია, ინვესტორებიც კარგავენ ფულს. და მესამე - თუ ამერიკის ეკონომიკა დასუსტდა, ამით დასუსტდება ნავთობით მდიდარ, მაგრამ ეკონომიკური განვითარებით დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში ინვესტირების სურვილისა და უნარის მქონე ძალა.
ამდენად, ყველა დაძაბული მოელის, როგორ მოგვარდება ამჟამინდელი საფინანსო კრიზისი და შესაბამისად, დაძაბული მოელის კვირის ბოლოს, როცა აშშ-ის კონგრესში კენჭისყრა გადაწყვეტს, დამტკიცდება თუ არა 700-მილიარდიანი გეგმა კრიზისით მოცული საფინანსო ინსტიტუტების დასახმარებლად. როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ნავთობის ფასებზე, ამის განხილვა უკვე მომავალ კვირაში მოგვიწევს.