მოხსენების თემა იყო ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობისთვის საქართველოს საკითხი, გამოჩნდა მისთვის დათმობილი დიდი, შეიძლება ითქვას, მთავარი ადგილით და იმ გარემოებითაც - რომ კონდოლიზა რაისის მოხსენება პირდაპირ საქართველოზე საუბრით დაიწყო.
[რაისის ხმა] “7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთში ზავის მრავალჯერ დარღვევის შემდეგ - მათ შორის იყო ჭურვების დაშენა ქართულ სოფლებზე, საქართველოს მთავრობა დაიწყო მსხვილი სამხედრო ოპერაცია ცხინვალზე და სეპარატისტული რეგიონის სხვა ადგილებზე. ბრძოლის დროს, სამწუხაროდ რამდენიმე რუსი მშვიდობისდამცვლი იქნა მოკლული. ეს შემაშფოთებელი მოვლენები იყო. მაგრამ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როცა რუსეთის ლიდერებმა დაარღივეს საქართველოს სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყეს სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია - გადაკვეთეს რა სთაერთაშორისო თანამეგორბობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი”. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი შეეხო რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და საფრანგეთის პრეზიდენტთან ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევის ფაქტებს,
[რაისის ხმა] "ამ კონფლიქტის დროს რუსეთის სხვა ქმედებებიც ღრმად შემაშფოთებელი იყო. ეს გახლდათ განგაშის ატეხა, ვითომდა საქართველოს ჯარების მიერ განხორციელებული გენოციდის თაობაზე; უსაფუძვლო განცხადებები კონფლიქტის დროს შეერთებული შტატების მოქმედების შესახებ; სუვერენული ქვეყნის დანაწევრება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით; საუბარი პრივილეგირებულ ინეტერსებზე და ის, თუ როგორ ეპყრობა ის თავის მეზობლებს; საერთაშორისო მეთვალყუერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არშეშვება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიუხედავად ძალადობისა და შურისძიებისა უდანაშაულო ქართველების მიმართ."
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაუფარავად აღნიშნა, რომ საქართველოს ლიდერებს აგვისტოს მოვლენებში უკეთ მოქმედება ჰმართებდათ; და, რაისის თქმით, ამაზე თვალის დახუჭვა არავის არგებს. ჩვენს ქართველ მეგობრებს ვაფრხილებდით, რომ მოსკოვი მათს გამოწვევას ცდილობდა და პროვოკაციაზე წამოგება მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალსო, დასძინა ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
[რაისის ხმა] "რუსეთის იერიშმა საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ დაადასტურა, რაც აქამდეც ვიცოდით: რომ შეიძლებოდა, რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა თავისი პატარა მეზობლის დასასჯელად გამოეყენებინა. მაგრამ საქართველო გადარჩა. მისი დემოკრატია განმტკიცდება, მისი ეკონომიკა აღდგენილ იქნება, მისი დამოუკიდებლობა ხელახლა გამყარდება, მისი სამხედრო ძალები დროთა განმავლობაში ქმედითუნარიანობას დაიბრუნებს - და ჩვენ იმედით ველით იმ დღეს, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგენილ იქნება."
ეს იმედი კონდოლიზა რაისმა - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლის დროს. და კიდევ ერთი ნაწყვეტი მისი დღეავნდელი მოხსენებიდან ამერიკა -რუსეთის ურთიერთობის თემაზე:
[რაისის ხმა] "ევროატლანტიკური მომავლის კარი საქართველოსთვის ფართოდ არის გაღებული. და ჩვენი კავშირი ნატო-საქართველოს ახალშექმნილი კომისიის მეშვეობით განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რათა ასეთი მომავალი რეალობად იქცეს. ჩვენ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები კვლავაც სათავეში ვედგებით საერთაშორისო ძალისხმევას, რომლის მიზანია, საქართველოს აღმშენებლობაში დავეხმაროთ - ძალისხმევას, რომელსაც უკვე მოჰყვა საგულისხმო შედეგები."
კონდოლიზა რაისმა - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა ეს შეფასება სულ რამდენიმე საათის წინ, გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლის დროს.