ერთდღიანი ვიზიტის დღის წესრიგში იდგა რამდენიმე საკითხი, მათ შორის ენერგეტიკა და უკრაინის მისწრაფება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ. განსაკუთრებულ ყურაღდებას, ამ ვიზიტის დროს მაინც უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა იპყრობდა.
ევროკავშირმა უკრაინასთან 2005 წელს გააფორმა 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ახლა უკვე ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება უნდა მოჰყვეს. ეს ახალი დოკუმენტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას დაუკავშირდება. კიევში გერმანელ სტუმართან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა: [იუშჩენკოს ხმა] “ჩვენ ვამბობთ, რომ წელს, ქალაქ ევიანში შევძლებთ ევროკავშირთან გაფართოებული ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილზე ხელის მოწერას. მანამდე დარჩენილი დრო მიეძღვნება მოლაპარაკების გაგრძელებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე. მოველი, რომ მომდევნო 10-12 თვეში დავასრულებთ მოლაპარაკებას ამ საკითხების ეკონომიკურ მხარეზეც”.
უკრაინასთან ევროკავშირის მოლაპარაკებაში გერმანიის როლი, უკრაინელ პოლიტოლოგ ოლექსანდრ სუშკოს ვარაუდით, ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. [სუშკოს ხმა] “ხვალ ევროკავშირის საბჭო განიხილავს უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესსა და ახალი, გაფართოებული შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივას, ისევე როგორც საკითხებს, რომლებიც უნდა განიხილონ უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე სექტებერში. ამ თვალსაზრისით, გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან უკრაინას სურს, ახალი ხელშეკრულება იყოს ასოციაციის შესახებ შეთანხმება, რომელსაც უკავშირდება ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებისა და უვიზო გადაადგილების რეჟიმის შესაძლებლობები”.
ასოციაციის შესახებ შეთანხმება, კიეველმა ექსპერტმა რომ ახსენა, ის მოდელია, რომლითაც ევროკავშირში პოსტკომუნისტურ პერიოდში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა ისარგებლეს (მათ შორის პოლონეთმა, ჩეხეთმა, ბილტიისპირეთის რესპუბლიკებმა) გაწევრიანების პროცესის დასაწყებად და უკრაინასაც სურს, მიბაძოს მათს მაგალითს - ისევე როგორც ნატოში გაწევრიანების გზაზე... ამ გზაზე კი, როგორც ცნობილია, აუცილებელ ეტაპად ითვლება MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიღება.
გერმანია, როგორც ცნობილია, საფრანგეთთან ერთად იყო წელს აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მთავარი მოწინააღმდეგე ძალა. დღეს კი კანცლერმა მერკელმა კიევში განაცხადა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებასაც.
გერმანიის კანცლერის უკრაინაში ვიზიტამდე გერმანელმა პოლიტოლოგმა, “გერმანიის მარშალის ფონდის” ექსპერტმა იორგ ჰიმელრაიხმა გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინას, შესაძლოა, MAP შესთავაზონ მომავალი წლის მაისში, ნატოს მომდევნო სამიტზე. იქვე ჰიმელრაიხი შეგვახსენებს, რომ მოსკოვი მტკივნეულად რეაგირებს ნატოში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფებაზე და რომ რამდენიმე რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი პუტინი უკრაინას სეპარატისტული ელემენტების მხარდაჭერითაც კი დამუქრნენ...
რუსეთს უკავშირდება კიდევ ერთი თემა, რომელიც კიევში მერკელის ვიზიტის დროს განიხილეს - ენერგეტიკა. უკრაინა საკვანძო სატრანზიტო ქვეყანაა რუსეთის გაზისა და ნავთობის ევროპაში საექსპორტოდ: რუსეთიდან, მაგალითად, გაზის იმპორტის 80 პროცენტს ევროკავშირი უკრაინაზე ტრანზიტის მეშვეობით იღებს. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტმა იუშჩენკომ გერმანიის კანცლერის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინა განუხრელად შეასრულებს ენერგეტიკის სფეროში კონტრაქტებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას.