შაბათს საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ ძალაში ტოვებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, ანუ ადასტურებს, რომ 19 თებერვალის არჩევნებში სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა. მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით მიმართა არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, რომელიც ხელისუფლებას კენჭისყრის გაყალბებაში ადანაშაულებს. არადა, სარქისიანიც და ამჟამინდელი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანიც ერთ დროს თვით ტერ-პეტროსიანის პროტეჟეები იყვნენ.
ლევონ ტერ-პეტროსიანი 1991 წელს გახდა სომხეთის პირველი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი. 1993-ში მან ერევანში თავდაცვის მინისტრად ჩაიყვანა სერჟ სარქისიანი მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ის მაღალი რანგის სამხედრო პირი იყო. 1998 წელს ტერ-პეტროსიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა რობერტ ქოჩარიანი, ისიც ყარაბაღელი, იქაური თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
დღეს ტერ-პეტროსიანი ორ ყოფილ პროტეჟეს ყარაბაღული კლანის შექმნაში ადანაშაულებს.
“ამ ორი ადამიანის გამო ბოლო ათი წლის მანძილზე 15000-მდე ადამიანი გადასახლდა ყარაბაღიდან სომხეთში, ძირითადად ერევანში. ყოველ მათგანს პოსტი მისცეს. გეგონება ეს არ იყო საკმარისი, ახლა მათ ბიზნესის სფეროც ჩააბარესო” - ეს ბრალდება ტერ-პეტროსიანს წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქვს წაყენებული.
არჩევნების შემდეგ კი, როცა ხელისუფლება კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს, მისი გადადგომა მოითხოვეს და ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა განხეთქილება სომხეთში ყარაბაღიდან გადასახლებულებსა და ადგილობრივებს შორის. ერევნელი პოლიტოლოგის, ოპოზიციის მომხრე სტეპან გრიგორიანის თქმით: [გრიგორიანის ხმა] “არის გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება არ ეხება რიგით ყარაბაღელებს, არამდე იმათ, ვინც სამხეთში გადმოსახლდა. რობერტ ქოჩარიანმა ბევრი ჩამოიყვანა და მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. ამან გარკვეული ეჭვი გააჩინა. კი, გარკვეული დაძაბულობა, რასაკვირველია არსებობს”.
მთიანი ყარაბაღის გარშემო 1988-94 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სომხურმა მხარემ, ფაქტობრივად, ამ რეგიონზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ გამარჯვება საკმაოდ ძვირად დაუჯდა. სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩაკეტილია, რაც აფერხებს სომხეთის ეკონომიკური განვითარებას.
ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ქოჩარიანი და სარქისიანი განზრახ ფეხს ითრევენ კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რათა ხელი არ შეუშალონ ყარაბაღული კლანის ბიზნეს-ინტერესებს.
[აბრამიანის ხმა] “არსებობს ოლიგარქების 20-30 ოჯახი, ანუ ხალხი, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილი ხელსაყრელი პირობების მეშვეობით გამდიდრდა და აქვს შესაძლებლობა, არ გადაიხადოს გადასახადები, არ გადაიხადოს საბაჟო გადასახადი, ან ჰქონდეს მონოპოლია. მაგალითად, ოლიგარქებიდან ერთადერთს აქვს სომხეთში შაქრის შემოტანის მონოპოლია - რუსეთიდან, უკრაინიდან. დანარჩენებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. რასაკვირველია ის გამდიდრდება, როცა მონოპოლია აქვს შაქრის იმპორტზე. იგივე ეხება ბენზინს და ა.შ. აი, ასე გამდიდრდა ეს ხალხი და ის, ბუნებრივია, ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს. მაგრამ ამ ხალხიდან ყველა როდია ყარაბაღელი! არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, საიდან არიან - მთავარია, ხელისუფლებას ემსახურონ”, - განმარტავს ერევნის გაზეთ “არავოტის” მთავარი რდაქტორი, არამ აბრამიანი.
რაც შეეხება კონკრეტულად “ყარაბაღულ კლანს”, მის წევრებს შორის ასახელებენ ამჟამინდელ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ვაჟიშვილსაც, სედრაკს, რომელიც, როგორც ამბობენ, მობილური ტელეფონების იმპორტს აკონტროლებს. ასახელებენ აგრეთვე ბარსეღ ბეგლარიანს, რომლის ხელშიც არის ბენზინით გასამართი სადგურების ბიზნესი, მაშინ როცა კარენ კარაპეტიანი გაზის კომპანია “არმრუსგაზარდს” ხელმძღვანელობს, ხოლო მიკა ბაღდასაროვი ნავთობის იმპორტს აკონტროლებს.
ეს ოლიგარქები, ექსპერტების შეფასებით, სარგებლობენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობით, იმ გარემოებით, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრები ჩაკეტილია. [აბრამიანის ხმა] “ეს არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზეზი ამ საკითხების მოუგვარებლობისა. რადგან ღია საზღვრები თუ გექნება ევროპასთან, აზიასთან, ასეთ შემხთვევაში ნაწარმის იმპორტი და ექსპორტი უფრო ფართო იქნებოდა და მისი კონტროლიც გაძნელდებოდა. ახლა კი, როცა ერთი ვიწრო ნაკადი მოდის საქართველოდან და კიდევ უფრო ვიწრო ირანიდან, ამ ნაკადების გაკონტროლება გაცილებით უფრო იოლია”.
ერევნელი ჟურნალისტი არამ აბრამიანი არა მარტო ყარაბაღელების ბიზნესიტერესების, არამედ მენტალიტეტის თავისებურებებზეც მიუთითებს. ისინი დანარჩენ სომხებზე ნაკლებად რელიგიურები არიან, ამასთან უფრო პრორუსული ორიენტაციის. თუმცა განსხვავება, აბრამიანის განმარტებით, ძალიან მცირეა და ყარაბაღელების უმრავლესობას არანაირი სარგებელი არ უნახავს ყარაბაღული კლანისაგან.