ოპოზიციური “კოსოვოს დემოკრატიული პარტიის” გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა ვარაუდი, რომ კოსოვოელი ალბანელები ცალმხრივი წესით გამოაცხადებენ სერბიისაგან დამოუკიდებლობას. თუმცა ორი მხარე მოლაპარაკებას განაგრძობს: დღეს ბრიუსელში განახლდა სერბიისა და კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომლის მიზანიც კოსოვოს მომავალ სტატუსზე კონსენსუსის მიღწევაა. მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირი, რუსეთი და აშშ შუამავლობენ.
ამასთან, ერთი თვეც არ არის დარჩენილი 10 დეკემბრამდე, როცა დასრულდება უცხოელ შუამავალთა ძალისხმევა, კონსენსუსზე დაიყოლიონ სერბები და კოსოვოელი ალბანელები. ოპტიმიზმის საფუძველი, როგორც ჩანს არ არსებობს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დიპლომატები აღიარებდნენ, რომ მოლაპარაკების მეშვეობით ვერ მოგვარდება უთანხმოება დამოუკიდებლობის მოსურნე კოსოვოელ ალბანელებსა და სერბიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მსურველ ბელგრადს შორის.
დიპლომატიური ძალისხმევა მართალია გრძელდება, როგორც ვთქვით 10თ დეკემბრამდე (კერძოდ, სამი შუამავლის: აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის მიერ კოსოვოს სტატუსზე მოლაპარაკების შესახებ გაეროსთვის ანგარიშის წარდგენამდე), მაგრამ კონსენსუსის, როგორც ჩანს, აღარავის სჯერა. მათ შორის არც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლუის ამადუს:
[ლუის ამადუს ხმა] “შევეცდებით ამ საკითხზე ბოლო მომენტამდე მუშაობას კოსოვოს სტატუსის საკითხში ევროკავშირის წარმომადგენელ ვოლფგანგ იშინგერის მონაწილეობით შეთანხმების მისაღწევად. რადგან მოლაპარაკების მეშვეობით მიღწეული შეთანხმება უთუოდ იქნებოდა სტაბილურობის ფაქტორი ამ, ძალიან რთულ პროცესში. თუ ეს ვერ მოხერხდა, რას ვიზამთ? ქვეყანა არ დაიქცევა. მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, მოგვიწევს ვითარების შეფასება.”
ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მათ ვოლფგანგ იშინგერმა აუწყა, რომ კოსოვოელ ეთნიკურ ალბანელებსა და სერბიას შორის შერიგების ყველა ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა. კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ჰაშიმ ტაჩიმ არჩევნების მომდევნო დღესვე გამოაცხადა, რომ კოსოვო 10 დეკემბრის შემდეგ ცალმხრივი წესით გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, სერბიამ ისევ განაცხადა, რომ არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას.
უთანხმოება სუფევს გაეროს უშიშროების საბჭოშიც: აშშ ემხრობა კოსოვოს მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ, რუსეთი - წინააღმდეგია.
რაც შეეხება ევროკავშირს, არც მის წევრებში სუფევს ერთსულოვნება: ესპანეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და საბერძნეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადებას, რადგან ამ ნაბიჯში სეპარატისტული ძალებისთვის მისაბაძ სახიფათო პრეცენდენტს ხედავენ. სეპარატისტები კი მათ საკუთარ ტერიტორიებზეც ეგულებათ. მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ბრიტანეთი, აქტიურად ემხრობა კოსოვოს დამოუკიდებლობას თუმცა ისიც, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მოუწოდებს კოსოვოს, ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, ნუ გამოაცხადებს დამოუკიდებლობას ცალხმრივი წესით, კონსენსუსის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმების გარეშე. ამ შინაარსის განცხადება გუშინ, ბრუსელში გააკეთა ბრიტანეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ჯიმ მარფიმ.
შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კი პრაგმატულ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება - რატომ უნდა გაუწიოს კოსოვომ ანგარიში ევროკავშირის მოთხოვნას, კონსენსუსის შესახებ: [ბილდტის ხმა] “კოსოვო უკვე არის დე ფაქტო დამოუკიდებელი სერბიისაგან. არა მგონია, კოსოვოს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან დამოუკიდებლობაც სურდეს: მას სურს იყოს დამოკიდებული, დაცული ნატოს მიერ, სურს ყველანაირი მხარდაჭერა ევროკავშირისაგან.”
მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა იციან, რომ პრაქტიკულად, ვერ შეძლებენ, გავლენა იქონიონ კოსოვოელების საბოლოო გადაწყვეტილებაზე. არადა, ამ გადაწყვეტილებას დიდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს: ესპანეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის შეშფოთება სეპარატიზმის შესაძლო გაძლიერების საფრთხით უკვე ვახსენეთ. კიდევ უფრო შემაშფოთებელი პროცესები კი, შესაძლოა, თვით ბალკანეთს დაემუქროს: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც სერბები, ხორვატები და მუსლიმანები ბოლო ათწლეულია ცდილობენ საერთო სახელმწიფოს აშენებას.
დაბოლოს ის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სახიფათო პროცესები მოჰყვეს, უკვე არაერთხელ გამხდარა განხილვის საკითხი. როგორც ცნობილია, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები სრულიად ლოგიკურად მიიჩნევენ - კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას. მაშინ, როცა დასვლეთის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ კოსოვო სრულიად უნიკალური შემთხვევაა და დაუშვებელია მისი პრეცენდენტად გამოყენება - თუნდაც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით.
რაც შეეხება საქართველოს, ბრიუსელში გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი, უწინარეს ყოვლისაე მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლასა და საგანგებო მდგომარეობის საკითხს შეეხო. [ფერერო-ვალდნერის ხმა] “საქართველოში კრიზისის დაწყებისთანავე შევახსენეთ ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეჩერება, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება, რასაკვირველია, არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას”.
ამ კრიტიკის შემდეგ ფერერო-ვალდნერმა დადებითი შეფასებაც გამოთქვა - რომ ევროკავშირი გადაჭრით მიესალმება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას. [ფერერო-ვალდნერის ხმა] იმავდროულად, ევროკავშირი საქართველოსაგან მოელის არჩევნების დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფას:
[ფერერო-ვალდნერის ხმა] “ახლა საქართველოს ხელისუფალთაგან მოველით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას. მაგრამ აქვე მინდა განმეორებით აღვნიშნო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
მაშ ასე, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, ბრუსელში გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საჭიროდ მიიჩნია იმის გამეორება, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრა ბრუსელში, როგორც ითქვა, კოსოვოს მომავალ სტატუსს მიეძღვნა. სამშაბათს კი სტატუსზე მოლაპარაკება თვით სერბიის და კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების ლიდერთა მონაწილეობით განახლდა.