გამონაკლისი არც ჩვენი რადიოს - “რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები არიან. განვლილი წლის მანძილზე ჩვენი ორი კოლეგა დაიღუპა, ერთი - აფეთქების შედეგად დაიჭრა, რამდენიმე დაპატიმრებულ იქნა. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყურადღებას მივაპყრობთ განსაკუთრებით სახიფათო რეგიონებს, რომლებშიც მუშაობა უწევთ ჩვენი რადიოს კორესპონდენტებს. ამ მხრივ, ბუნებრივია ერაყი გამოირჩევა.
მარტო განვლილი წლის მანძილზე ერაყში 40-ზე მეტი ჟურნალისტი იქნა მოკლული, მათ შორის ხამაილ ხალაფი, ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი. ის გასულ თვეში, ბაღდადში მოკლული იპოვეს.
ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის დირექტორი, სერგეი დანილოჩკინი იხსენებს: [დანილოჩკინის ხმა] “როცა შენს კოლეგაზე იგებ, რომ გაიტაცეს და მერე შესაძლოა აწამეს და სასტიკად მოკლეს - ეს რასაკვირველია შოკია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის, ვინც მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე ელაპარაკა ამ კოლეგას, ნახა ეს კოლეგა. რასაკვირველია, ეს იყო ჩვენი პირველი რეაქციაც. მაგრამ მერე ისიც უნდა გააცნობიერო, რომ ერაყში ხალხი ყოველ დღეა გარემოცული ამ სასტიკი რეალობით. და ბევრისთვის ცხადია, რომ ამ რეალობას ვერსად გაექცევა. ან უნდა გაიქცე, ან კიდევ განაგრძო ცხოვრება, მუშაობა, საქმის კეთება...”
ჟურნალისტები მართლაც განაგრძობენ მუშაობას, საქმის კეთებას ათასგვარი საფრთხის მიუხედავად. საფრთხე კი ერაყის გარდა ავღანეთშიც უაღრესად მწვავეა. თალიბები არაერთხელ დამუქრებიან ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის კორესპონდენტებს, რომლებიც საველე მეთაურების, მთავრობისა თუ რეგიონული ადმინისტრაციების წარმომადგენლებისგანაც განიცდიან ზეწოლას.
ავღანური სამსახურის დირექტორი აკბარ აიაზი:
[აიაზის ხმა] “რამდენიმე თვის წინ ხოსტში ჩვენი კორესპონდენტი ამირ ბაჰირი ხოსტის პროვინციის გუბერნატორის დასაფლავებას ესწრებოდა, როცა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო და ჩვენი რეპორტიორიც დაჭრა - ის აფეთქებამ, პრაქტიკულად, მოისროლა. საბედნიეროდ, მძიმედ არ დაჭრილა, საუცხოოდ აკეთებს თავის საქმეს, მამაცია და ახლაც იქ არის. ასეთი საფრთხე სულ გვემუქრება”.
ავღანელ ჟურნალისტ ამირ ბაჰირისაგან განსხვავებით, სიკვდილს, სამწუხაროდ, ვერ გადაურჩა ჩვენი თურქმენი კოლეგა - ოგულსაფარ მურადოვა. ის შარშან თურქმენეთის ციხეში გარდაიცვალა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში.
[დოვლეტოვას ხმა] “ის 2006 წლის მარტიდან იყო თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი. მისი რეპორტაჟები, უწინარეს ყოვლისა, თურქმენეთის სოციალურ საკითხებს ეხებოდა. ის ივნისში დააპატიმრეს - ტყვია-წამლის უკანონოდ ფლობის ბრალდებით. მოგვიანებით, სექტემბერში, მურადოვა ციხეში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ცხედარი ნახეს, წამების ნიშნები შეამჩნიეს და ამიტომ მოითხოვეს რიგიანი გამოძიება სიკვდილის მიზეზის დასადგენად, მაგრამ ვერ მიიღეს თანხმობა გამოძიებაზე. აქამდე არ მიგვიღია თურქმენეთის ხელისუფალთა ოფიციალური ანგარიში მურადოვას სიკვდილის მიზეზზე”, ამბობს “რადიო თავისუფლების” თურქმენული სამსახურის დირექტორი, იაჰან დოვლეტოვა, რომელიც წუხს, რომ თურქმენეთში პრესის თავისუფლება მკაცრად შეზღუდული რჩება მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტი საფრამურატ ნიაზოვი გარდაიცვალა და ქვეყანას ახალი რეჟიმი მართავს.
ძალიან მძიმეა ვითარება პრესის თავისუფლების მხრივ თურქმენეთის მეზობელ უზბეკეთშიც. იქ 2005 წლის მიწურულს დახურეს “რადიო თავისუფლების” უზბეკური სამსახურის ბიურო. ჩვენი ყოფილი კორესპონდენტი, ნოსირ ზოკიროვი კი დღემდე განიცდის დევნა-შევიწროვებას მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი ციხეშიც კი აღმოჩნდა. რატომ, რა საბაბით - ჩვენი რადიოს უზბეკური სამსახურის თანამშრომლის, ხურმატ ბაბაჯანოვი მოგვითხრობს.
[აიაზის ხმა] “ნოსირ ზოკიროვი პირველი ჟურნალისტი იყო, რომელმაც გაავცრელა ინფორმაცია ანდიჟანიდან 2005 წლის მაისის არეულობაზე. მან დილით დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ადამიანების ჯგუფმა იერიში მიიტანა ანდიჟანის ციხეზე და გაათავისუფლა რამდენიმე პატიმარი. ეს იყო პირველი რეპორტაჟი ანდიჟანზე. მაგრამ რამდენიმე თვეში ზოკიროვი ფერგანის ხეობაში დევნა-შევიწროვების ობიექტი აღმოჩნდა. ის ადგილობრივ პოლიციაში დასაკითხად დაიბარეს. ვთხოვეთ ნოსირ ზოკიროვს, იქნებ ჯობდეს, წახვიდე მანდედან, სანამ მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებენ-თქო, მაგრამ მან თქვა, რომ არსად წავიდოდა, და მუშაობას გააგრძელებდა. ბოლოს ზოკიროვი დააპატიმრეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლის უფლებების ხელყოფის ბრალდებით. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყველაფრის გამკეთებელია ჟურნალისტის გასაჩუმებლად”.
სწორედ უზბეკეთი, მასთან ერთად კი თურქმენეთი, ავღანეთი და ერაყი არიან ქვეყნები, რომლებშიც გასული წლის მანძილზე ყველაზე სახიფათო და რთული გამოდგა მუშაობა ჩვენი კოლეგებისთვის - “რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებისთვის.