წყალდიდობა და ერთ ღამეში განადგურებული გოგონების ბანაკი

11
ამინდის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ხალხი გააფრთხილეს. მოსახლეობამ შეტყობინებები ტელეფონით გამთენიისას მიიღო. თუმცა, ბოლომდე ნათელი არაა, ყველას მიუვიდა თუ არა გზავნილი.

12
წყალმა დაფარა კერ ოლქის ქალაქები: კერვილი, ინგრამი და ჰანტი. წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დიდი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანების პოვნაა. სამძებრო სამუშაოებში არა მხოლოდ მაშველები, მოხალისეებიც არიან ჩართულები.

13
მომხდართან დაკავშირებით უკვე ბევრი კითხვა აქვს პრესას - ვისი პასუხისმგებლობაა სტიქიის შედეგები და თუ შეიძლებოდა მსხვერპლის თავიდან აცილება. დემოკრატებმა უკვე მიმართეს ხელისუფლებას, რომ გამოიძიონ, იმოქმედა თუ არა ამინდის ეროვნულმა სამსახურის ბიუჯეტის შეკვეცამ ამ უწყების მუშაობის ხარისხის გაუარესებაზე.