ვალეში, ბებნაძეების ოჯახში, მესხური ტრადიციით საახალწლო ფურნე აინთო და მესხური შოთი, სომინი, ბასილა და ჩიტის პურები გამოცხვა. ძველად ყველა ოჯახს საკუთარი ფურნე ჰქონდა. ახლა უბანში ერთი ინთება და რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. გამომცხვარი პური ორი-სამი კვირა ინახება.
სომინი, ბასილა და ჩიტის პურები - საახალწლო სამზადისი მესხეთში

11
ცომეულს, რომელიც ოჯახს ერთი კვირა ჰყოფნის, ბატის ფრთით ასუფთავებენ.

12
ცხობის შემდეგ რიტუალად ქცეული სუფრა იშლება. ორ იანვარს ვალეში ბედობის სომინი იჭრება და სჯერათ, რომ ვისაც ფულიანი ნაჭერი შეხვდება, მას ბედნიერი წელი ექნება. ნაზი კოპაძე და ცაცა ბებნაძე, ვალე.