თავისუფლების სული: „რადიო თავისუფალი ევროპის“ 75 წელი
ცივი ომის ფრონტის ხაზიდან უკრაინის სანგრებამდე, საარქივო ფოტოები მოგვითხრობს „რადიო თავისუფალი ევროპის“ ისტორიას, რომელმაც მაუწყებლობა 75 წლის წინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო.

11
მონიტორინგის სადგური მიუნხენში, სადაც რადიოს თანამშრომლები კომუნისტური ქვეყნების გადაცემებს იწერდნენ. RFE და RL გაერთიანდნენ და 1976 წელს RFE/RL ჩამოაყალიბეს.

12
ბომბის აფეთქება რადიო თავისუფლების ოფისში, მიუნხენი, 1981 წლის თებერვალი.რადიო თავისუფლების ეფექტურობაზე მის თანამშრომლებსა და ობიექტებზე მრავალჯერადი თავდასხმები მეტყველებს. 1981 წელს აფეთქებამ, რომელიც, როგორც ამბობენ, რუმინეთის კომუნისტი მმართველის, ნიკოლაე ჩაუშესკუს მიერ იყო დაფინანსებული და ილიჩ რამირეს სანჩესის, „ტურა კარლოსის“ სახელით ცნობილი ვენესუელელი მარქსისტი მებრძოლის მიერ იყო ორგანიზებული, რადიო თავისუფლების მიუნხენის ოფისის კუთხე დაანგრია, რის შედეგადაც რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

13
1981 წელს რადიო თავისუფლების მიუნხენის ოფისში მომხდარი აფეთქების შედეგი.პატრიკ მური რადიო თავისუფლების უფროსი ანალიტიკოსი იყო და აფეთქების ადგილზე მალევე მივიდა. „ყველგან ნგრევის სუნი იდგა“, - იხსენებს ის ელექტრონულ წერილში. მისი თქმით, რადიო თავისუფლების ბევრი თანამშრომელი ეჭვობდა, რომ მაშინდელ სუსტად დაცულ შენობაზე ასეთი თავდასხმა სავარაუდო იყო. „ეს ცივი ომი იყო და ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიყავით“, - ამბობს ის.

14
უსაფრთხოების ზომები მიუნხენის ოფისში, 1982 წელი.დასავლეთ ევროპაში მოქმედი კომუნისტი აგენტების სამიზნეები ცალკეული ჟურნალისტებიც იყვნენ. ბულგარელი გეორგი მარკოვი, რომელიც რადიო თავისუფალი ევროპისთვის კომუნისტური ცხოვრების შესახებ მწვავე რეპორტაჟებს ამზადებდა, 1978 წელს ლონდონში რიცინის შხამით მოკლეს.

15
ბერლინის კედლის დაცემა, 1989 წლის დეკემბერი.ბერლინის კედლის დაცემისა და ევროპის კომუნისტური რეჟიმების ერთმანეთის მიყოლებით ჩამოშლის შემდეგ, რადიო თავისუფლების ბიუჯეტი თითქმის ორი მესამედით შემცირდა. დებატები მიმდინარეობდა რადიოს მომავალთან დაკავშირებით.

16
შენობა პრაღის ცენტრში, სადაც გათავსებული იყო რადიო თავისუფლება. 1995 წელს რადიო თავისუფლება პრაღაში გადავიდა. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა მაუწყებელს ქალაქის ცენტრში მდებარეჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარლამენტის ყოფილი შენობა შესთავაზა ნომინალური ქირის სანაცვლოდ. 2009 წელს რადიოსადგური ცენტრის გარეთ, სპეციალურად აშენებულ შენობაში გადავიდა.

17
რადიო „თავისუფლების“ სომხური სამსახურის კორესპონდენტი რუზანა სტეპანიანი აშუქებს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ერევანში.ევროპაში კომუნიზმის დასრულების შემდეგ RFE/RL-მა შეწყვიტა მაუწყებლობა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, ყოფილ ჩეხოსლოვაკიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. პარალელურად გაიხსნა სხვა სერვისები, მათ შორის ბალკანეთსა და ირანში.

18
რადიო თავისუფლების ვიზუალური ჟურნალისტი მარიან კუშნირი კიევის მახლობლად 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი კვირის დროს.რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რადიო თავისუფლება ინტენსიურად, ადგილიდან აშუქებდა ინფორმაციას ომის შესახებ. დღეს რადიო თავისუფლება მსხვილი საერთაშორისო მედიაორგანიზაციაა, რომელიც მაუწყებლობს იმ ქვეყნებში, სადაც „თავისუფალი პრესა ან აკრძალულია ავტორიტარული მთავრობების მიერ, ან სრულად არ არის ჩამოყალიბებული“.

19
რადიო თავისუფლების თანამშრომლები პრაღის ოფისში მოითხოვენ რუსული ციხიდან გაათავისუფლონ თავიანთი კოლეგა ალსუ კურმაშევა. 2023 წელი. ამჟამად, დაარსებიდან სამოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, რადიო თავისუფლება ებრძვის თეთრი სახლის მცდელობებს, დახუროს ორგანიზაცია.