დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი:
- ქარის მოტანილი ენერგია ევროკავშირსა და საქართველოში
- რამდენად მომგებიანია ქარის ელექტროსადგურები? ინტერვიუ კომპანია ISG-ს ტექნიკურ დირექტორთან, დავით მორჩილაძესთან.
- „შინ-უცხოეთში“: რას უნერგავს ფეხბურთის მწვრთნელი ვასკა ჯალაღანია პრაღელ ბიჭუნებს?
- რა ახსენდება ნიკოს, როცა ქარის ენერგიაზეა ლაპარაკი?
- "კალეიდოსკოპში" ვისაუბრებთ მრავალი ინოვაციური წამოწყებით ცნობილი ილონ მასკის ახალ პროექტზე, ვიხილავთ კოლუმბის ხელნაწერის ასლს და გიამბობთ ექსპერიმენტზე ადამიანის საუკეთესო მეგობრის უკეთ გასაგებად.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.